Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აშშ-ში შამპანურზე მოთხოვნა გაზრდილია

ცქრიალა ღვინის გაყიდვებმა გასული წლის განმავლობაში 6 მლრდ. ევროს გადააჭარბა. Comité Champagne, შამპანურის ინდუსტრიის სავაჭრო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მთლიანი ექსპორტი 326 მლნ. ბოთლს შეადგენდა, მათგან შამპანური 188 მლნ. ბოთლი იყო. აქედან მხოლოდ ამერიკაში კი 33 მლნ. ბოთლზე მეტი გაიგზავნა: "აშშ-ს ბაზარმა 2022 წელს აჩვენა, რომ ამერიკელებს კვლავ სურთ შამპანურის მოხმარება. გარდა ამისა, ამერიკელი მომხმარებლებისთვის შამპანური სადღესასწაულო ღონისძიებების მიღმაც ძალიან მოთხოვნადი გახდა, რაც ასეთ შედეგს ხელს უწყობს" - ვკითხულობთ სტატიაში. ამერიკელმა ღვინის მოყვარულებმა განსაკუთრებული მოთხოვნა შედარებით მაღალფასიიანი კიუვეების მიმართ გამოავლინეს, რამაც გაყიდვების ღირებულების თითქმის 20%-იანი ზრდა განაპირობა.

გელ ეგოროფმა, Comité Champagne-ის დაცული ადგილებისა და აპელაციების ხელშეწყობის ხელმძღვანელმა თქვა, რომ რეგიონი ახლა ნამდვილად, სრულად აღდგა კოვიდ გამოწვევების შემდეგ. აცხადებენ იმასაც, რომ კოვიდპანდემიის შემდეგ უწყვეტი დღესასწაულების "ჯაჭვი" ისევ აღდგა და გარდა ამისა, სამუშაო საათების მიღმაც ბევრ ამერიკელს შამპანური  ურჩევნია.

Comité Champagne-ის მონაცემები იმასაც ცხადყოფს, რომ rosé-მ შარშან აშშ-ს ბაზარზე გაყიდვების 17% შეადგინა, რაც გლობალურ დონეზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეგოროფი დასძენს, რომ გასულ წელს მოსავალმაც ხელი შეუწყო გაყიდვების ზრდას: "2022 წელი შესანიშნავი იყო, როგორც მოსავლის რაოდენობით, ასევე ხარისხითაც, რაც ძალიან მნიშვნელვანია". აღსანიშნავია, რომ 2021 წელი ძალიან წვიმიანი იყო, ამიტომ ღვინის ხარისხმა დაიწია და რაოდენობაც შემცირდა, გასულ წელს კი იდეალური სეზონი იყო, რამაც ღვინოში დაბალანსებული მჟავიანობა და უკეთესი არომატები განაპირობა.

მიუხედავად ასეთი მზარდი მოთხოვნისა, გამოკითხვების თანახმად ამერიკელების მხოლოდ 54%-მა იცის შამპანურის წარმოშობის შესახებ, საფრანგეთსა და იტალიაში კი ეს რიცხვი 90%-მდეა, ბრიტანეთში 76%, იაპონიაში კი 68%. Decanter წერს, რომ შამპანურის შიდა გაყიდვები 1,7%-ით შემცირდა წლიურად და 140 მლნ ბოთლი შეადგინა, თუმცა ექსპორტი პირიქით, გაიზრდა 5%-ით და როგორც ზემოთ ვახსენე, 188 მლნ. ბოთლ ღვინო გაიგზავნა საზღვარგარეთ. სტატიას Decanter-ზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული