Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Winexpo Georgia 2015

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-8 საერთაშორისო გამოფენა თბილისში ტრადიციულ ადგილას, Expo Georgia-ს საგამოფენო ცენტრში (მე-11 პავილიონი)  ჩატარდება. ღონისძიება ხვალ, 5 ივნისს,  გაიხსნება და ორ დღეს გასტანს (სამუშაო საათები - 11:00 – 18:00). გამოფენის მხარდამჭერები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. 

წარმოდგენილი იქნება როგორც ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები, აგრეთვე, ღვინის წარმოებისათვის საჭირო სხვადასხვა  დამხმარე საშუალებები, აქსესუარები, შესაფუთი მასალები, მანქანა-დანადგარები, გადამამუშავებელი ხაზები, მინის ტარისა და საცობების მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია და სხვ. სულ გამოფენაში მონაწილეობას იღებს 100-მდე კომპანია შვიდი ქვეყნიდან - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, იტალია, გერმანია, პორტუგალია. 

გამოფენის ფარგლებში, 5-6 ივნისს, ტრადიციულად,  ჩატარდება საერთაშორისო კონკურსი, რომლის გამარჯვებულები 7 ივნისს დაჯილდოვდებიან. კონკურსი მიმდინარეობს OIV-ის (ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის) პატრონაჟით. გამოფენის საპატიო სტუმარი იქნება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ჟან მარი ორანი, რომელიც ორი დღეა, ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს და მონაწილეობს საქმიან შეხვედრებში სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებთან.  

Winexpo Georgia-ს ღვინის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის უხელმძღვანელებს ღვინის მაგისტრი, ტიტულოვანი მწერალი ბრიტანეთიდან - ტიმ ატკინი, თავად ჟიურის შემადგენლობაც წარმომადგენლობითი და სოლიდურია - ღვინის მაგისტრი, International Wine Review-ს მწერალი - ჯონ სალვი (საფრანგეთი), ჟურნალ „დეკანტერის“ ყოფილი რედაქტორი და პერიოდული გამოცემის აქტუალური მესვეტე-მწერალი, გამოცდილი კრიტიკოსი - ადამ ლეხმერი (დიდი ბრიტანეთი), Meininger’s Wine Business International-ის აღმასრულებელი რედაქტორი - ფელისიტი კარტერი (გერმანია), „როიტერის“ ჟურნალისტი - ლესლი გევერცი (აშშ),  ენოლოგები - გიორგი დაქიშვილი (საქართველო) ლევან მუხუზლა (საქართველო) და სხვები. 

გამოფენის კონცეფცია და ფორმატი, ტრადიციულად, ორიენტირებულია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესთან დაკავშირებულ პროფესიონალებზე. როგორც Expo Georgia-ს დირექტორი, არჩილ ტყემალაძე ღვინის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აღნიშნავს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-8 საერთაშორისო გამოფენის მთავარი სიახლე წელს იქნება მეღვინეობისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების ტექნოლოგიური საშუალებების მრავალფეროვნება. გამოფენის ორგანიზატორი, ნინო გამრეკელი აღნიშნავს, რომ Winexpo Georgia 2015 წინა გამოშვებებთან შედარებით გამორჩეული იქნება უცხოური კომპანიების სიმრავლით. ღვინის მწარმოებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ადგილობრივ კომპანიებთან ერთად საკონკურსოდ წარმოადგენენ თავიანთ პროდუქციას. გარდა ამისა, გამოფენას ესტუმრებიან ბაერები და იმპორტიორები აშშ-დან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან. ამდენად, წელს Winexpo Georgia-ს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საერთაშორისო დატვირთვა მიეცემა. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული