Home
ქართული | English
მაისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

William Grant & Sons - ,,წლის მწარმოებელია”

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსის (IWSC) ჟიურიმ ,,წლის მწარმოებლისა” და ,,წლის საერთაშორისო მწარმოებლის” წოდება დამოუკიდებელ ოჯახურ კომპანია William Grant & Sons-ს მიანიჭა. კონკურსის წლევანდელ გამარჯვებულთა ტრადიციული დაჯილდოება ლონდონის ძველ რატუშა გილდჰოლში შედგა. 1999 წლიდან მოყოლებული კომპანიას უკვე მესამედ ხვდა წილად ამგვარი პატივი, IWSC და  ISC (ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსი) სხვადასხვა ნომინაციაში კი რვაჯერ აქვს მიღებული ჯილდოები, რაც ამ სფეროში უპრეცედენტო მოვლენაა. წელს კომპანიამ ,,15 წელზე ძველი ერთალაოიანი შოტლანდიური ვისკის” კატეგორიაშიც მოიპოვა გამარჯვება და ეს ჯილდო The Balvenie PortWood, 21 Years Old Single Malt Scotch Whisky-ს ერგო, ხოლო ნომინაციაში ,,საუკეთესო ერთალაოიანი ვისკი” Glenfiddich 40 Years Old-მა გაიმარჯვა. კომპანია William Grant & Sons-ის სხვადასხვა წარმოების სასმელმა, საერთო ჯამში, წელს 33 მედალი მოიპოვა.
William Grant & Sons-ის მიერ მიღებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსის - IWSC 2010 ჯილდოები:

ოქროს მედალი და წოდება ,,კლასის საუკეთესო ვისკი”  
Glenfiddich 15 Years Old
Glenfiddich 30 Years Old
Grant’s Ale Cask
The Balvenie PortWood 21 Years Old
The Balvenie 40 Years Old
The Balvenie Madeira Cask 17 Years Old
Milagro Select
Barrel Reserve Silver

ოქროს მედალი
Glenfiddich 40 Years Old
Grant’s 12 Years Old
Grant’s 18 Years Old
Reyka Vodka
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული