Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თბილმა შემოდგომამ გერმანული მოსავალი იხსნა

გერმანელი მეღვინეები თვლიან, რომ წლევანდელი ღვინო თბილმა და მზიანმა სექტემბერმა გადაარჩინა. ცივი მაისისა და წვიმიანი ივნისის გამო ვარაუდობდნენ, რომ მოსავალი მთლად კარგი ხარისხის ვერ იქნებოდა, მაგრამ სექტემბრის სითბომ ყურძენს კარგად დამწიფების საშუალება მისცა. ფრანკონიასა და ვიურტემბერგში მოსავალი დიდი რაოდენობით არ გამოირჩეოდა, სამაგიეროდ საქსონიასა და შუა რეინის რაიონში, გასულ წელთან შედარებით, თითქმის ორჯერ მეტი მოსავალი მიიღეს. 9 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო - ასეთია წლევანდელი პროგნოზი და ეს მაჩვენებელი უკანასკნელი ათი წლის საშუალო მაჩვენებელს უტოლდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ღვინის გაძვირება მოსალოდნელი არ არის. გერმანელ მეღვინეთა კავშირის პრეზიდენტი ნორბერტ ვებერი (Norbert Weber) წლევანდელ მოსავალს ოპტიმისტურად უყურებს და საუკეთესო ხარისხის ღვინის მიღების იმედი აქვს. გერმანული ღვინის ინსტიტუტის (Deutsches Weininstitut, DWI) დირექტორის - მონიკა როილეს (Monika Reule) თქმით კი, წლევანდელი მოსავლის ღვინო, ფასისა და ხარისხის თანაფარდობის გათვალისწინებით, არა მარტო ადგილობრივ ღვინის მოყვარულებს დააინტერესებს, არამედ საზღვარგარეთაც დიდ პოპულარობას მოიპოვებს და ბაზარზე შარშან დაკარგულ პოზიციებს აღიდგენს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული