Home
ქართული | English
ნოემბერი 2021
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

მულტიმედია

კომენტარები

შოტლანდიური ვისკი რეკორდსმენია

შოტლანდიური ვისკის ექსპორტი 2009 წელს 3%-ით გაიზარდა და თანხის რეკორდული რაოდენობა – 3,13 მილიარდი ფუნტი (4,85 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა. შოტლანდიური ვისკის გასაღების ძირითადი ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ექსპორტმა 13%-ით მოიმატა და 419 მილიარდ ფუნტს მიაღწია. მეორე ადგილზეა საფრანგეთი, თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში ევროპაში შოტლანდიური ვისკის ექსპორტი 1%-ით შემცირდა. გასულ წელს ვისკის შოტლანდიელმა მწარმოებლებმა ფალსიფიკატორთა წინააღმდეგ ბრძოლა გააძლიერეს და მარკირების აქამდე არსებული წესებიც გაამკაცრეს – ახლა უკვე აუცილებელია ბოთლის ეტიკეტზე როგორც ვისკის მწარმოებელი ქარხნის, ისე თვითონ სასმელის კატეგორიის მითითება. საინტერესოა, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ექსპორტირებული საკვები პროდუქტების 25% შოტლანდიურ ვისკიზე მოდის, თვითონ შოტლანდიაში კი ეს მაჩვენებელი 80%-ს აღწევს.

© ღვინის კლუბი/“Weekend“
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.