Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შავი მამალი იტალიელებს ჩინეთში ღვინის გაყიდვაში დაეხმარება

იტალიური ღვინის მწარმოებელი კონსორციუმი Chianti Classico Wine ჩინეთის ბაზარზე საკუთარი ღვინის გაყიდვების გაზრდას შავი მამლის გამოსახულებიანი ლოგოტიპის წყალობით გეგმავს. როგორც კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორმა – ტომასო ალესანდრიმ განაცხადა, ამგვარი მიდგომა იმითაა გამოწვეული, რომ ჩინეთში მამალი ოდითგანვე წარმატების სიმბოლოდ ითვლებოდა. მამალი, რომელიც ჰოროსკოპის 12 ნიშნიდან ერთ-ერთია, ჩინეთში პატიოსნებასთანაც ასოცირდება. კომპანია ASC Fine Wines Hong Kong -ის წარმომადგენელი კიტ ვონგი იტალიელთა ამ გადაწყვეტილებას წარმატების მომტანად მიიჩნევს და თვლის, რომ შავი მამლის ლოგოტიპი გაყიდვებზე დადებითად იმოქმედებს. აღსანიშნავია, რომ Chianti Classico Wine  შავი მამლის ემბლემას 2005 წლიდან იყენებს. ახლა, როდესაც კომპანიას ჩინეთის ბაზრის წარმატებით დაპყრობის სურვილი აქვს, მარკეტოლოგები ეცდებიან შავი მამლის ფიგურა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდეს.  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული