Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ღვინის კლუბის“ ლექცია–სემინარები

„ღვინის კლუბის“ ინიციატივით, „კავკასიურ სახლსა“ და „ღვინის სამყაროში“ დაიწყო ლექცია–სემინარების ციკლი, რომლის მიზანია: ღვინისა და გემოვნების კულტურის ამაღლება, მაღალი ხარისხის ღვინის პროპაგანდა და საზოგადოების ინფორმირება როგორც სიახლეების, ისე მეღვინეობასა თუ მევენახეობაში არსებული პრობლემების შესახებ.
ორ კვირაში ერთხელ  ლექციებს წაიკითხავენ მეღვინეობა–მევენახეობის სპეციალისტები, ეთნოგრაფები, კულტუროლოგები და სხვა პროფესიის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, თავიანთი წვლილი შეიტანონ კლუბის მიზნების განხორციელებაში.  
27 ოქტომბერს, მაღაზია–სალონ „ღვინის სამყაროში“ (რ. ლაღიძის ქ. 2, "ოპერასთან") პირველი ლექცია - „ღვინის დაგემოვნების შესავალი“ წაიკითხა ცნობილმა ენოლოგმა, კორპორაცია „ქინძმარაულის“ გენერალურმა დირექტორმა, ავსტრიის სადეგუსტაციო კომისიის წევრმა, ნუგზარ ქსოვრელმა. მისი ლექცია ეხებოდა როგორც ღვინის დაგემოვნების პროფესიულ საიდუმლოებებს, ისე მეღვინეობისათვის დამახასიათებელ პრობლემებს, რაც გამოწვეულია ვაზისა და ღვინის სხვადასხვა დაავადებით. ლექცია–სემინარის სრული ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდება ბლოგზე www.vinoge.com.
ნუგზარ ქსოვრელთან ერთად „ღვინის კლუბის“ წევრებმა დააგემოვნეს ექვსი სახეობის ქართული ღვინო:
1) წინანდალი 2007– კორპორაცია ქინძმარაული, ღვინის ქ–ნა „ვაზის ცრემლები“;
2) კახური 2007– "ენისელის ღვინოები";
3) თავკვერი 2005 – „ოკამი“;
4) ყვარელი 2004 – „კონჭო და კომპანია“;
5) მერლო – "ბესინი";
6) ქინძმარაული 2007 – ღვინის ქ–ნა „ვაზის ცრემლები“;
ჩამოთვლილი ღვინოებიდან ყველაზე საინტერესო ღვინოდ ერთხმად დასახელდა „ყვარელი 2004“ – „კონჭო და კომპანია“, რომელიც გამოირჩეოდა სიძველის სასიამოვნო ტონებით, ტყის კენკრის არომატით და ამავე დროს, შემდგომი დაძველების პოტენციალით.
„ღვინის კლუბის“ მომდევნო ლექცია–სემინარი, რომელიც სამშაბათს 10 ნოემბერს 18:00 საათზე „კავკასიურ სახლში“ ჩატარდება, ბევრს დააინტერესებს. ამჯერად, “ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ლევან უჯმაჯურიძე ისაუბრებს თემაზე – „იშვიათი ქართული ვაზის ჯიშები და ჯანსაღი სარგავი მასალის წარმოება“. იშვიათი ჯიშების გარდა ლექცია შეეხება სამრეწველო და ინტროდუცირებულ ვაზის ჯიშებსაც, მათ ჯიშურ სიწმინდეს, ხარისხსა და დაავადებებს.
 
© ღვინის კლუბი/vinoge.com


pirvel rigshi minda vtkva, rom arachveulebriv sakmes aketebt. mainteresebs yvela msurvels sheuzlia tu ara lekciaze dascreba? da ra egireba lekciaze mosmena? didi madloba cinascar!


ლექციაზე დასწრება უფასოა, მაგალითად, შემდეგ ლექციაზე თავისუფლად შეგიძლიად მობრძანდეთ. თუმცა ღვინის დეგუსტაციებზე დასწრება ან იმ სემინარებზე დასწრება, რომლებსაც დეგუსტაციებიც ახლავს თან, ჯერ–ჯერობით შეზღუდულია, მხოლოდ კლუბის წევრები ესწრებიან.



kidev erti kitxva mak. sad unda movide teritoriulad, rom gavcevriande gvinis klubshi?


მარტივად. საკმარისია მეილი გამოაგზავნოთ contact@vinoge.com ან kharbedia@yahoo.com ზე. ეს იქნება უკვე თქვენი ოფიციალური განაცხადი. შემდეგ მე გამოგიგზავნით ანკეტას, რომელიც უნდა შეავსოთ და გადმომიგზავნოთ. მომავალ სამშაბათს, კლუბის სხდომაზე შევალ წინადადებით თქვენი გაწევრიანების შესახებ და გახდებით ღვინის კლუბის წევრი.

გაითვალისწინეთ, ღვინის კლუბის ყველა წევრი ყოველთვიურ საწევროს, 10 ლარს ვიხდით.



გამარჯობათ! ძალიან მომწონს თქვენი წამოწყება ღვინის შესახებ ლექციების შესახებ.მხოლოდ ეგ არის რომ მე თურქეთში ვცხოვრობ და დასწრების საშუალება არა მაქვს.ხომ არ იქნება თქვენს საიტზე ლექციების ჩანაწერი,გინდაც რაიმე თანხის საფასურად?


თავიდან ყველა სემინარს ვიდეოზე ვიღებდით, უბრალოდ ძალიან დიდი ფაილებია და მის ატვირთვას დიდი დრო უნდა. მომავალში ვეცდებით აუდიო ფაილები მაინც გავაკეთოთ. ასე უფრო მოსახერხებელი იქნება.



როგორ დავრეგისტრირდე ღვინის კლუბში ,მინდა სემინარებზე დასწრება.


მინდა დავრეგისტრირდე ღვინის კლუბში,მინდა სემუნარებზე დასწრება.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული