Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის აპარტამენტები

წარმოიდგინეთ, რომ ხართ კოლექციონერი და უამრავი ბოთლის შესანახად ფართი არ გყოფნით, ან სულაც ახლახან დაიწყეთ სასმელების შეგროვება და ჯერ არც კი იცით, სად შეინახოთ, ან უბრალოდ ღვინის უბადლო შემფასებელი ხართ... თუ ასეა, საცხოვრებლად ტოკიოში გადასვლაზე ხომ არ იფიქრებდით? 

ტოკიოს ცენტრში, შიბუიას რაიონში აღმართულია 10-სართულიანი შენობა, სადაც 18 აპარტამენტია მოწყობილი. ადგილობრივები ამ შენობას “ღვინის აპარტამენტებს” უწოდებენ. თითო აპარტამენტის ფართი 26-42 მ2-ს არ აღემატება, ყოველთვიური ქირა კი 2400-დან 2600 დოლარამდე მერყეობს. ადგილობრივი აგენტების თქმით, ეს 30%-ით ძვირია, ვიდრე ამ რაიონში მდებარე ნებისმიერი საცხოვრებელი ფართის ქირა. მაგრამ ნებისმიერ ბინაში ხომ არავინ მოგიწყობთ სპეციალურ კარადას ღვინის 26 ბოთლის შესანახად, სადაც ტემპერატურა მუდმივად კონტროლდება. 

დეველოპერული კომპანია Inovv Inc-ის პრეზიდენტი, ტაკაიუკი სუზუკი დარწმუნებულია, რომ მათი კომპანიის კუთვნილი აპარტამენტები წარმატებით გაიყიდება და დიდ მოგებასაც მოიტანს.

“ტოკიო ღვინის უნიკალური ბაზარია. ეს აპარტამენტები არა მხოლოდ მათთვის არის განკუთვნილი, ვისაც ღვინის სმა მოსწონს, არამედ მათთვისაც, ვინც ღვინის შესწავლისაკენ ისწრაფვის. ამ ქალაქში ხომ ღვინის სკოლები თითქმის ყოველთვის გადავსებულია. ასე რომ, ამგვარ უძრავ ქონებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.

შენობის პირველ სართულზე პატარა რესტორანია განთავსებული. იქ მცხოვრებთ შეუძლიათ 20 დოლარის საფასურად რესტორანში თავიანთი ღვინო შეიტანონ და უგემრიელეს კერძებთან ერთად დააგემოვნონ. აპარტამენტების გარდა შენობაში მოწყობილია სათანადოდ აღჭურვილი საცავი, სადაც 10 000 ბოთლი ღვინო ინახება. რეზიდენტებს საშუალება აქვთ, ამ საცავში 300 ბოთლი უფასოდ შეინახონ, მაგრამ თუ მათი კოლექცია 300 ბოთლს აღემატება, ამის საფასური ცალკე უნდა გადაიხადონ.

დასვენების დღეებში “ღვინის აპარტამენტებს” სომელიე სტუმრობს და იქ მცხოვრებთა ათასგვარ შეკითხვას პასუხობს. თუმცა მსურველებს შეუძლიათ, სომელიე პირადადაც დაიქირავონ, ოღონდ, ასეთ შემთხვევაში, გაწეული დახმარებისათვის საათობრივად უნდა აუნაზღაურონ. კითხვებზე პასუხის გაცემის გარდა სომელიეს ევალება, მცხოვრებთ სათანადო ბოკალი აარჩევინოს – ყურძნის ჯიშის, რეგიონისა და ვინტაჟის გათვალისწინებით. მაგრამ თუკი ამ ადამიანს შესაფერი ბოკალი შინ არ აღმოაჩნდება, მას საშუალება აქვს 100 ბოკალისაგან შემდგარი მრავალფეროვანი კოლექციიდან რომელიმე შეარჩიოს.

ბატონი სუზუკის თქმით, შენობის 70% უკვე დაკავებულია. ასე რომ, 2015 წლისათვის კომპანია ,ღვინის" კიდევ ერთი კორპუსის აშენებას გეგმავს, სადაც 30 აპარტამენტი იქნება სათანადოდ მოწყობილი. თუმცა Inovv Inc-ის წარმომადგენლები მხოლოდ ღვინის მოყვარულებზე არ ზრუნავენ. სულ მალე აქვე აშენდება შენობა, რომელიც მუსიკოსებისათვის იქნება განკუთვნილი.

 © ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული