Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Indian Wine Challenge გადაიდო

სადეგუსტაციო კონკურსი Indian Wine Challenge,  რომელიც იანვარში მეოთხედ უნდა ჩატარებულიყო, მონაწილეთა არასაკმარისი რაოდენობის გამო გადაიდო. ინდური ღვინის აკადემიის პრეზიდენტი სუბას არორა (Subhas Arora) აცხადებს, რომ ახალი კონკურსის მოსამზადებლად კიდევ ერთი წელი იქნება საჭირო.  კონკურსისადმი ინტერესის მინელების ერთ-ერთ მიზეზად ის რეცესიას ასახელებს – ინდოელი ღვინის მწარმოებლები ჯერ კიდევ აგრძელებენ ეკონომიას, მათთვის საერთაშორისო ეკონომიკური კრიზისი არ დასრულებულა. ექსპერტთა აზრით, სადეგუსტაციო კონკურსის გადადება მნიშვნელოვან ნეგატიურ ეფექტს არ მოახდენს ინდოელ მეღვინეებზე, ისინი ღვინოს მედლების გარეშეც გაყიდიან. Indian Wine Challenge ძირითადად იმ უცხოელ მწარმოებლებსა და ნეგოციანტებზე იყო გათვლილი, რომლებიც ინდურ ბაზარზე დამკვიდრებას ცდილობენ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული