Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

2010 წელს საქართველოში ღვინის კონგრესი გაიმართება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქართული ღვინის მსოფლიოში პოპულარიზაციის მიზნით ღვინის კონგრესს უმასპინძლებს. სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ორდღიანი ვიზიტით პარიზში უკვე გაემგზავრა, სადაც ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციას ეწვევა და 2010 წლისთვის საქართველოში დაგეგმილი ღვინის კონგრესის ბოლო დეტალებს შეათანხმებს.

როგორც რადიო “კომერსანტს” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საქართველომ ამ კონგრესის მასპინძლობისთვის აუცილებელი პირობები დააკმაყოფილა, რის დასტურადაც საფრანგეთში კვეზერელი შესაბამის დოკუმენტაციას წარადგენს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე შეხვდება თავის ფრანგ კოლეგას. შეხვედრაზე მხარეები სოფლის მეურნეობის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და ინვესტიციების მოზიდვის საკითხებს განიხილავენ.
 
ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 44 ქვეყანას აერთიანებს, ღვინის კონგრესს ყოველწლიურად ატარებს. წელს ამ ღონისძიებას ხორვატია უმასპინძლებს.
 
რადიო “კომერსანტი”

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული