Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო "კახეთი”

გეოგრაფიული მდებარეობა _ მევენახეობის სპეციფიკური ზონა "კახეთი” მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდინარეების ალაზნისა და იორის აუზში და უკავია 11,300 კმ2 ფართობი, ჩრდილო განედის 410-42015' დააღმოსავლეთ გრძნ­ედის450-46030'კოორდინატებზე. ჩრდილო აღმოსავლეთით კახეთს ესაზღვრება კავკასიონის მთავარი ქედი, დასავლეთიდან ქართლის ქედი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან კი აზერბაიჯანი.

ცივ-გომბორის ქედი კახეთს ორ ნაწილად, შიდა კახეთად და გარე კახეთად ჰყოფს.
შიდა კახეთი წარმოადგენს თანდათანობით ქანობს ზემოთ ხსენებული ქედების და გადადის საქართველოში უდიდეს ალაზნის დაბლობში. ალაზნის დაბლობი განლაგებულია მდინარე ალაზნის ორივე მხარეს. მისი სიგრძე დაახლოებით 160 კმ, ხოლო სიგანე 5-დან 40 კმ-მდე, ჩრდილო-დასავლეთიდან სიმაღლე ზღვის დონიდან 740 მ სიმაღლეზეა, სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულებით იგი დაბლდება 200 მ-მდე აზერბაიჯანის საზღვართან. ალაზნის ველის რელიეფი არათანაბარია, კავკასიის მთავარი ქედიდან ჩამონადენი მთის მდინარეების ეროზიული მოქმედებით მთის ფერდობები და მისი ძირები საკმაოდ დანაწევრეულია.
გარე კახეთი ანუ ივრის ზეგანი განლაგებულია სამგორის მაღლობსა და ცივგომბორის ქედს შორის და მიმართულია აღმოსავლეთისაკენ, სადაც მიედინება კახეთის ძირითადი წყლის არტერია იორი. კახეთის რელიეფის სხვაობას შეესაბამება მნიშვნელოვნად ჭრელი კლიმატური პირობები.
 
კლიმატი _ გამოიყოფა სამი აგროკლიმატური ზონა: სუბტროპიკული, თბილი და ზომიერად თბილი. კლიმატის სიმკვეთრის მაჩვენებლის მიხედვით მხარე იყოფა თხუთმეტ ქვეზონად.
კახეთის კლიმატური პირობები ხელშემწყობია ხარისხოვანი მეღვინეობისათვის. ატმოსფერული ნალექების საერთო რაოდენობა წლის განმავლობაში შეადგენს 600-800 მმ. ვეგეტაციური პერიოდის ხანგრძლივობა 210 დღეს უდრის, ხოლო ამ პერიოდის საშუალო ტემპერატურა 18,50. გაზაფხულზე და შემოდგომაზე მოსალოდნელია სეტყვა, რომელიც ხშირად ამა თუ იმ რაიონს მნიშვნელოვან ზარალს აყენებს. ზაფხულის მეორე ნახევარში შესაძლოა ხანგრძლივი გვალვიანი პერიოდები. ზამთარი ზომიერად ცივი, ღრუბლიანი და მცირე თოვლიანია. ვაზისათვის ხანგრძლივი საზიანო (18-200) ყინვები იშვიათად იცის. საერთოდ ვაზის კულტურის არსებობა კახეთში შესაძლებელია დაუმარხავად და ძირითადად მოურწყავადაც. 
 
ნიადაგები _ გარე კახეთის მევენახეობა წარმოდგენილია ცივგომბორის მთების სამხრეთ-დასავლეთის დაბოლოებასა და მდინარე იორის მარცხენა და ნაწილობრივ მარჯვენა ტერასებს შორის მოქცეულ სარტყელში, რომელიც ზღვის დონიდან 450-700 მ-ის ფარგლებშია და მოიცავს საგარეჯოს რაიონის სოფლებს: ხაშმს, პატარძეულს, ნინოწმინდს და თვით საგარეჯოს, გარეჯს, გიორგიწმინიდას, თოხლიაურს, მანავს, ჩაილურს, კაკაბეთს, ვერხვიანს, ბადიაურს, იორმუღანლოს, ყანდაურას და შიბლიანის ტერიტორიებს. ნაწილობრივ გურჯაანის რაიონის სოფლებს: კაჭრეთს, ჯიმითს, მელაანს, არაშენდას, ჩალაუბანს და სიღნაღის რაიონის სოფლებს: ნუკრიანს, ზემო და ქვემო ბოდბეს, მაღაროს ტერიტორიებს. გარდაბნის რაიონის სოფლებს: სამგორს, ვარკეთილს, მარტყოფს, გამარჯვებას და სართიჭალის ტერიტორიებს.
გარე კახეთში ძირითადად წარმოდგენილია შავმიწა და შავმიწისებრი ნიადაგები თავისი ნაირსახეობებით და სახესხვაობებით. საკმაოდ მნიშვნელოვანი ფართობი უკავია აგრეთვე ყავისფერ და მდელოს ყავისფერ ნიადაგებს ნაირსახეობითა და სახესხვაობებით. შედარებით ნაკლები ფართობი წარმოდგენილია ალუვიურ-პროლუვიური და დელუვიური ნიადაგების ნაირსახე­ო­ბე­ბი და სახესხვაობები.
ზემოთ დასახელებული ნიადაგები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან როგორც მორფოლოგიური ნიშნებით, ასევე თავისი ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლებით. შავმიწა, შავმიწისებურ, ყავისფერ და მდელოს ყავისფერ ნიადაგებში პროფილის სისქე 50-120 სმ-ის ფარგლებშია, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 30-60 სმ-ის ფარგლებში ცვალებადობს. ხასიათდებიან ძირითადად თიხიანი და მძიმე თიხნარი მექანიკური შედგენილობით. ჰუმუსის შემცველობა ამ ნიადაგების აქტიურ ფენაში ძირითადად 2-4%-ის ფარგლებში მერყეობს, ქვევით კი თანდათან მცირდება. კარბონატებს საშუალო და მცირე რაოდენობით შეიცავენ და ძირითადად 2,5-25%-ის ფარგლებშია, ხოლო ზოგიერთ მონაკვეთებში უფრო მეტსაც აღწევს. ნიადაგების არეს რეაქცია საშუალო და სუსტი ტუტეა და პH-ის მაჩვენებელი ძირითადად 7,3-8,2-ის ფარგლებშია.
ალუვიურ-პროლუვიური და დელუვიური ნიადაგები გარე კახეთის მევენახეობის ზონაში შედარებით მცირე ფართობით არის წარმოდგენილი და ძირითადად ხევების გასწვრივ და მთის კალთების ქვედა სარტყელში გვხვდებიან. ამ ნიადაგების პროფილის სისქე 1 მეტრს აღემატება, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 30-50 სმ-ის ფარგლებშია, ხასიათდებიან ძირითადად თიხნარი და მძიმე თიხნარი მექანიკური შედგენილობით, ალაგ ხირხატიანობით და ქვიანობით. კარბონატების საშუალო ტუტეა და პH-ის მაჩვენებელი 7,5-8,3-ის ფარგლებშია. ჰუმუსის შემცველობა ამ ნიადაგებში ძირითადად 1,5-2,55-ის ფარგლებშია.
შიდა კახეთის ზონა მოიცავს გურჯაანის, თელავის, ახმეტის, ყვარლის, ნაწილობრივ სიღნაღის, წითელწყაროს და ლაგოდეხის რაიონის ტერიტორიებს, რომელიც მდინარე ალაზნის მარჯვენა და მარცხენა მხარეზე არიან განლაგებული და მის მეორე ტერასას და ცივგომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი კალთების დაბოლოებას წარმოადგენენ. ზონა მოქცეულია კავკასიონის მთების სამხრეთი კალთების დაბოლოებასა და ცივგომბორის მთების ჩრდილოპ-აღმოსავლეთი და ჩრდილო-დასავლეთის კალთების დაბოლოებას შოპრის ზღვის დონიდან 350-750 მ-ის ფარგლებში.
შიდა კახეთის ზონაში ალაზნის მარჯვენა მხარეზე წარმოდგენილია ყავისფერი, მდელოს ყავისფერი, შავმიწა, შავმიწისებური, ალუვიურ-პროლუვიური და დელუვიური ნიადაგები თავისი ნაირსახეობითა და სახესხვაობებით.
ყავისფერ, მდელოს ყავისფერ, შავმიწა და შავმიწისებური ნიადაგების პროფილის სისქე 60-120 სმ-ის ფარგლებში მერყეოპბს, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 30-60 სმ-ის ფარგლებშია. მექანიკური შედგენილობით თიხნარებს და მძიმე თიხნარებს წარმოდგენს. ხასიათდებიან ალაგ ხირხატიანობით და ქვიანობით, საშუალო და სუსტი კარბონატებით. ნიადაგის არეს რეაქცია საშუალო და სუსტი ტუტეა და პH-ის მაჩვენებელი ძირითადად 7,2-8,2-ის ფარგლებში ცვალებადოდბს. ჰუმუსის შემცველობა ნიადაგის აქტიურ ფენაში ძირითადად 2,0-4,0%-ის ფარგლებშია, ქვევით კი თანდათან მცირდება.
ალუვიურ-პროლუვიური და დელუვიური ნიადაგები წარმოდგენილია მდინარე ალაზნის ორივე მხარეზე. ამ ნიადაგების პროფილის სისქე 1-1,5 მეტრს აღემატება, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 40-60 სმ-ის ფარგლებშია. ხასიათდებიან ძირითადად თიხნარი და მძიმე თიხნარი მექანიკური შედგენილობით. ზოგიერთ მონაკვეთებში კი მსუბუქი თიხნარი და სილნარებია. ჰუმუსის შემცველობა ამ ნიადაგების აქტიურ ფენაში ძირითადად 1,5-2,5%-ის ფარგლებშია ქვედა ფენებში კი თანდათან უფრო მცირდება. კარბონატებს ალაზნის მარჯვენა მხარეზე წარმოდგენილი ალუვიურ-პროლუვიური და დელუვიური ნიადაგები ძირითადად საშუალო და მცირე რაოდენობით შეიცავენ (4,5-25,0%-ის ფარგლებშია), ხოლო ალაზნის მარცხენა მხარეზე წარმოდგენილი ეს ნიადაგები საერთოდ არ შეიცავენ ან გამონაკლისს შემთხვევაში მხოლოდ უმნიშვნელო მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი (0,5-2%-ის ფარგლებში). ნიადაგის არეს რეაქცია პH კი ალაზნის მარჯვენა მხარეზე მდებარე ამ ნიადაგებში 7,3-8,2-ის ფარგლებშია, ხოლო ალაზნის მარცხენა მხარეზე მდებარე ნიადაგებში 6,2-7,0-ის ფარგლებში მერყეობს.
 
აგროტექნოლოგიური რეგლამენტები
ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.
 
ჯიში რქაწითელი
გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 750 მეტრამდე.
დარგვის სქემა: 2,0 X 1,5 მ; 2,5 X 1,5 მ.
შტამბის სიმაღლე: 80-100 სმ.
სხვლის ფორმა: თავისუფალი და ქართული ორმხრივი შპალერი.
დატვირთვის ნორმა 12-ზე: 8-10 კვირტი.
მოსავალი: 1 ჰა-ზე 9-10 ტონა.
 
ჯიში კახური მწვანე
გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 750--მდე.
დარგვის სქემა: 2 X 1,5 მ; 2,5 X 1,5 მ-ზე.
შტამბის სიმაღლე: 80–90 სმ.
სხვლის ფორმა: თავისუფალი, ქართული ორმხრივი შპალერი.
დატვირთვის ნორმა 1 2-ზე 8-10 კვირტი.
მოსავალი 1 ჰა-ზე: _ 6-7 ტონა.
 
 
 
ნიადაგის მოვლა-დამუშავება
 
 ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნა. ნიადაგის მინიმალური დამუშავება. ტენდამცველი ღონისძიებები _ ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება (კულტივაცია, ფრეზირება, მულჩირება).
                     
განოყიერება
ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული რეგ­ლა­მენ­ტე­ბით მოცემული ადგილის ეკორესურსების გათვალისწინებით.
 
ფიტოსანიტარული რეგლამენტი:
ძირითადი დაავადებები: ჭრაქი, ნაცარი, სიდამპლე.
მავნებლები: ტკიპები, ყურძნის ჭია, ვაზის ცრუფარიანა.
 
ბრძოლის ღონისძიების გატარება: საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქტური და სისტემური პრეპარატებით.
 
ჯიშების სამეურნეო-ტექნოლოგიური მაჩვენებლები
 
რქაწითელი _ თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. იგი გამოირჩევა მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური თვისებებით. ხასიათდება სხვადასხვა პირობებისადმი გამძლეობით და პროდუქციის მაღალი ღირსებით. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა, უხვმოსავლიანი (მტევნის საშუალო წონა 160-250 გ-მდე). საშულო მოსავალი ჰექტარზე 9-10 ტონა.
მწიფე ყურძენში შაქრიანობა 220-240 გ/დმ3 აღწევს, 5-6 გ/დმ3 მჟავიანობის შენარჩუნებით.
 
კახური მწვანე _ ქართული, თეთრყურძნიანიმაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ვაზის საღვინე ჯიშია.
ყურძენი სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის.
მტევანი საშუალო სიდიდისაა და მისი საშუალო წონა 160-175 გ აღწევს. სიმწიფეში მარცვალი იღებს მწვანე-მოყვითალო შეფერვას, ხასიათდება მეტად სასიამოვნო ჯიშური არომატით. სიმწიფეში შაქრიანობა 200-220 გ/დმ3 აღწევს 6-7 გ/დმ3 მჟავიანობით.
მაღალხარისხოვანი ღვინოების მისაღებად საშუალო საჰექტარო მოსავალი 7-8 ტონის ფარგელბშია.
 
ღვინო "კახეთი” – ადგილწარმოშობის დასახელებისთეთრი მშრალი ღვინოა. იგი მზადდება რქაწითელის და კახური მწვავეს ჯიშის ყურძნისაგან, დურდოს სრული დადუღებით.
ღვინო "კახეთი” ხასიათდება ქარვისფერი შეფერვით, ხილის არომატით, სასიამოვნო სიმწკლატით, ხავერდოვნებით და ჰარმონიულობით.
ღვინო "კახეთის” ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:
      მოცულობითი სპირტშემცველობა % - 10,5-13,5
      შაქრების მასური კონცენტრაცია _ არაუმეტეს 4 გ/დმ3
      ტიტრული მჟავიანობა _ 5 _ 6 გ/დმ3
        აქროლადი მჟავიანობა _ არაუმეტეს 1,2 გ/დმ3
დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია - არა ნაკლებ 18 გ/დმ3
დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონ­მდებ­ლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის ¹1493/1999 დადგენილებას.
 
სპეციფიკური ზონის ფართობი
"კახეთის” სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 3100 კმ2.
მოცემული ეკოგარემო და ადგილობრივი აბორიგენული ჯიშების უნივერსალობა, განსაზღვრავს ღვინო "კახეთის” ორიგინალობას და მაღალ ხარისხს.
 
© "საქპატენტი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული