Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო ,,გურჯაანის” წარმოების მიკროზონა

გეოგრაფიული მდებარეობა – მიკროზონა მდებარეობსმდინარე ალაზნის შუა წელში, მარჯვენა სანაპიროზე ჩრდილო განედის 41045'׀ დააღმოსავლეთ გრძედის45048'׀კოორდინატებზე, მიკროზონის ტერიტორია მოიცავს ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების ტყიან კალთებზე მიბჯენილ მთისწინებს და ალაზნის დაბლობს. დასახელებული პუნქტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მდ. ალაზნამდე მანძილი პირდაპირი ხაზით 10 კმ-ია. საპირისპირო მხარეს – სამხრეთ-დასავლეთისაკენ ცივ-გომბორის ქედის თხემურ ნაწილამდე კი – 17 კმ. მიკროზონის უკიდურესი წერტილების სიმაღლეები ზღვის დონიდან 250-1000 მ-ის ფარგლებში იცვლება. მოიცავს შიდა კახეთის სოფლების: ბაკურციხის, კოლაგის, ვეჯინის, ძირკოკის, ჭანდარის, ს. გურჯაანის, ქ. გურჯაანის საგარეუბნო ზონის, კოტეხის, ჩუმლაყის, შაშიანის, კალაურის და ვაჩნაძიაანის ტერიტორიის ზედა ნაწილს, ალაზნის ვაკის მეორე ტერასიდან დაწყებული და ვრცელდება ცივ-გომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთის კალთებზე.
კლიმატი – მიკროზონაში ამინდის ფორმირებას განაპირობებს სუბტროპიკულ და ზომიერ განედებში განვითარებული დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან გადმონაცვლებული ატმოსფერული პროცესები. აქ კლიმატი ზომიერად ნოტიოა, ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით.
მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2150-2200 საათის, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 1550-1600 საათის საზღვრებში იცვლება. მიკროზონაში მზის პირდაპირი რადიაციის წლიური ჯამი ჰორიზონტალურ ზედაპირზე 71 კკალ/სმ2 უდრის. გაბნეული რადიაცია წლიურად 49 კკალ/სმ2, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 35 კკალ/სმ2-სუდრის. სუმარული რადიაციის წლიური მნიშვნელობა 120 კკალ/სმ2-ია, ხოლო თბილ პერიოდში 90 კკალ/სმ2 უდრის.
მიკროზონაში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა საკმაოდ მაღალია და 12,40ჩ უდრის. ყველაზე თბილი თვეებია - ივლისი და აგვისტო, რომელთა საშუალო ტემპერატურა თანაბარია და 23,60, ყველაზე ცივი თვის (იანვარი) კი +0,90-ია. წლიური აბსოლუტური მინიმუმებიდან საშუალო მინუს 100, აბსოლუტური მაქსიმუმებიდან საშუალო კი 350 უდრის. ექსტრემალური ტემპერატურები -22 და +380 უდრის.
მხარის უმეტეს ნაწილში ჰაერის ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგრადი გადასვლა აპრილის I დეკადაში (5.IV) და 100-ზე ქვევით ნოემბრის პირველ რიცხვებში (3.XI) ეცემა. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 211 დღეს უდრის. ამ პერიოდში გროვდება 39300-მდე აქტიურ ტემპერატურათა ჯამი.
გურჯაანის მიკროზონაში მოწმენდილ დღეთა (0-2 ბალი) წლიური რიცხვი, საერთო და ქვედა ღრუბლიანობის შესაბამისად 51 და 132-ს უდრის. სავეგეტაციო პერიოდში ეს მაჩვენებელი, აღნიშული ღრუბლიანობების შესაბამისად 36 და 79 დღეს უტოლდება.
ღრუბლიანი დღეების წლიური რაოდენობა (8-10 ბალი) საერთო და ქვედა ღრუბლიანობის შესაბამისად 113 და 59-ს, სავეგეტაციო პერიოდში კი 54 და 26 შეადგენს.
ზაფხულის დასაწყისიდან 85 დღის განმავლობაში მიკროზონაში ჰაერის საშუალო დღეღამური ტემპერატურა 200ჩ-ზე მაღალია. ამ პერიოდში 34 დღის განმავლობაში (10.VII-13.VIII) ჰაერის საშუალო ტემპერატურა 230 და მეტსაც აღწევს.
მიკროზონაში შემოდგომის პირველი წაყინვები ნოემბრის მესამე დეკადაში (25.XI-დან) იწყება. ათ წელიწადში ერთხელ. წაყინვა შესაძლოა ოქტომბრის დასასრულს (30.X-დან) დაიწყოს, რაც ვაზისათვის საშიში არ არის. ბოლო წაყინვები საშუალოდ 24.III-დან წყდება. ათ წელიწადში ერთხელ გაზაფხულის წაყინვები აპრილის შუა რიცხვებამდეც არის მოსალოდნელი.
მიკროზონაში ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 804 მმ, სავეგეტაციო პერიოდში 578 მმ მოდის. წლიური ნალექებიდან მაქსიმუმი (124 მმ) მაისში, ხოლო მინიმუმი (32 მმ) იანვარში აღინიშნება. ნალექები თოვლის სახით ჩნდება დეკემბრის ბოლო რიცხვებში, რომელიც მარტის შუა რიცხვებამდე ქრება. ამ პერიოდში 6-7 სმ საშუალო დეკადური სიმაღლის თოვლის საბურველი 25 დღის განმავლობაში დევს.
ჰაერის შეფარდებითი სინოტივის მნიშვნელობა საშუალოდ 72% უდრის. ჰაერის ტენით გაჟღენთილობა ყველაზე მეტი (80%) ნოემბერში, ყველაზე ნაკლები (64%) კი აგვისტოშია.
სეტყვიანი დღეების საშუალო წლიური მნიშვნელობა 1,7-ს უდრის. წლის განმავლობაში ყველაზე სეტყვიანი მაისი და ივნისია (0,6-0,4). განსაკუთრებულ წლებში სეტყვა შესაძლოა მოვიდეს 6-ჯერ.
ალუვიურ-კარბონატული ნიადაგის სიღრმის ტემპერატურული იზოპლეტების ანალიზიდან გამომდინარე, 5-50 სმ სიღრმის ფენაში, საშუალო ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგრადი გადასვლა აპრილის პირველ დეკადაში ხდება, ხოლო შედარებით მეტ სიღრმეზე (50-100 სმ) – აპრილის შუა რიცხვებისაკენ იწევს.
ფესვთა სისტემის გააქტიურება მაისის შუა რიცხვებიდან იწყება, როცა ნიადაგის 10-120 სმ-ის სიღრმის ფენაში ტემპერატურა 150-ზე მაღალი ხდება. ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე – 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში 5-დან 70 სმ-მდე სიღრმის ფენაში ტემპერატურა 200-ზე მაღალია.
მიკროზონაში ძირითადად გაბატონებულია სამხრეთ-დასავლეთის (33%) და დასავლეთის (18%) ქარები. იშვიათად მათ ენაცვლება აღმოსავლეთის (12%) ქარები. ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 1,7 მ/წმ-ია, წლის განმავლობაში ყველაზე მეტი სიჩქარე ქარს (1,9 მ/წმ) მარტში, ყველაზე ნაკლები (1,5 მ/წმ) კი დეკემბერში აქვს.
ევროპული და კახური ტიპის ღვინოების მისაღებად რეკომენდებული ჯიშები რქაწითელი, კახური მწვანე და საფერავი _ კვირტის გაშლას აპრილის შუა რიცხვებიდან, ყვავილობას მაისის ბოლოს, ყურძნის სიმწიფეს აგვისტოს მეორე ნახევარში იწყებენ. ყურძნის ტექნიკური მომწიფება (19-21% შაქრიანობით და 6,5-7,5 გრ/დმ3 ტიტრული მჟავიანობით) სექტემბრის ბოლო რიცხვებში აღინიშნება. ევროპული ტიპის სუფრის ღვინოებისათვის საუკეთესო ხარისხის ნედლეულის მისაღებად საჭიროა 40000-მდე სითბო, რომელიც გურჯაანის მიკროზონაში საშუალოდ (50%) 420 მ სიმაღლემდე გროვდება.
450-500 მ სიმაღლის ფარგლებში მდებარე ფართობებიდან საუკეთესო ხარისხის ღვინომასალს ათ წელიწადში 4-3-ჯერ, ხოლო კარგი ხარისხის ღვინომასალას ათ წელიწადში 7-5-ჯერ მივიღებთ 550 მეტრზე საუკეთესო ხარისხის პროდუქციას მივიღებთ 4 წელიწადში ერთხელ (25%), კარგი ხარისხისას 5-ჯერ 600 მეტრზე საუკეთესო ხარისხის პროდუქციას მივიღებთ 10 წელიწადში ერთხელ, კარგი ხარისხის პროდუქციას 4 წელიწადში ერთხელ.
ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინომასალის (> 26% შაქრიანობით) მისაღებად საკმაო სითბო (> 41000) აქ საშუალოდ (50%) 360 მ სიმაღლემდე გროვდება. ამისათვის ყურძენი ოქტომბრის პირველ ნახევარში უნდა დაიკრიფოს. 400 მ-ზე ასეთი ღვინომასალა 4 წელიწადში ერთხელ, ხოლო 500 მ-ზე 10 წელიწადში ერთხელ მიიღება.
მრავალწლიური მონაცემების მიხედვით, ჰაერის ტემპერატურების წლიური აბსოლუტური მინიმუმებიდან საშუალო, როგორც აღინიშნა -100ჩ უდრის. ათ წელიწადში ერთხელ მოსალოდნელია მინიმალური ტემპერატურის (მცირე ხანგრძლივობით) -150-მდე დაცემა, რაც იწვევს ვაზის კვირტების მხოლოდ სუსტ (< 30%) დაზიანებას.
ნიადაგი _ არსებული კვლევისა და ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის მასალების საფუძველზე მიკროზონის ტერიტორიაზე გამოყოფილია ყავისფერი ნიადაგების 4, მდელოს-ყავისფერი ნიადაგების 4, ალუვიური ნიადაგების 5 და დელუვიური ნიადაგების 2 სახესხვაობა:
1) მუქი ყავისფერი, დიდი სისქის, თიხიანი
2) მუქი ყავისფერი, დიდი სისქის, ხირხატიანი, თიხიანი
3) რენძინო ყავისფერი, დიდი სისქის, თიხიანი
4) ყავისფერი, დიდი სისქის, ხირხატიანი, თიხნარი
5) მდელოს ყავისფერი, დიდი სისქის, თიხიანი
6) მდელოს ყავისფერი, დიდი სისქის, თიხნარი
7) მდელოს ყავისფერი, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, თიხნარი
8) მდელოს ყავისფერი, დიდი სისქის, სიღრმით 110-120 სმ-დან გალებებული 140-150 სმ-დან გრუნტის წყლის დგომით, მძიმე თიხიანი
9) ალუვიური კარბონატული, დიდი სისქის, თიხიანი
10) ალუვიური კარბონატული, დიდი სისქის, თიხნარი
11) ალუვიური კარბონატული, სუსტად ხირხატიანი, თიხნარი
12) ალუვიური კარბონატული, დიდი სისქის, საშუალოდ ხირხატიანი და ქვიანი თიხნარი
13) ალუვიური კარბონატული, დიდი სისქის, პერიოდულად ჭარბტენიანი, 120-140 სმ-დან გრუნტის წყლის დგომით, თიხიანი
14) დელუვიური კარბონატული, დიდი სისქის, თიხნარი
15) დელუვიური კარბონატული, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი და ქვიანი, თიხნარი.
ზემოთ დასახელებული ნიადაგების პირველი სამი სახესხვაობა გავრცელებულია მიკროზონის ზედა სარტყელში ცივ-გომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე და სუსტად დაქანებულ ფერდობებზე, ხოლო მეოთხე სახესხვაობის ნიადაგები ძირითადად აღნიშნული კალთების შუა სარტყელში არიან წარმოდგენილი და რელიეფურად სუსტად დახრილ ფერდობებზე და გავაკებებზე არიან განვითარებული. მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 სახესხვაობის ნიადაგები კი წარმოდგენილია ზემოთ აღნიშნული კალთების დაბოლოებაზე, რომელიც უშუალოდ ემიჯნება ალაზნის ვაკეს და განვითარებული არიან გავაკებული რელიეფის ფორმებზე. აღნიშნული სახესხვაობის ნიადაგები სუსტადაა დახრილი ჩრდილო-აღმოსავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. მე-9, მე-13 სახესხვაობის ნიადაგები კი წარმოდგენილია ალაზნის ვაკის ზედა ნაწილში, რომელიც ემიჯნება ცივ-გომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთების დაბოლოებას ქვემო ალაზნის სარწყავი არხის გაყოლებაზე. მე-14 და მე-15 სახესხვაობის ნიადაგები კი, რომელებიც დელუვებს წარმოადგენენ, ძირირთადად გვხვდებიან ზემოთ აღნიშნული კალთების დაბოლოებაზე, სუსტად დაქანებულ შლეიფებზე.
პირველი სამი სახესხვაობის ნიადაგები, რომლებიც მიკროზონის ყველაზე მაღალ სარტყელშია წარმოდგენილი ხასიათდებიან ღრმა სისქის პროფილით და პროფილის სისქე 70-100 სმ-ის ფარგლებში, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 45-60 სმ-ის ფარგლებში ცვალებადობს, მექანიკური შედგენილობით თიხიანებს წარმოადგენენ, აქედან მე-2 სახესხვაობისათვის დამახასიათებელია ხირხატიანობა. სამივე სახესხვაობის ნიადაგები ქვედა ფენებში კარბონატების მაღალი შემცველობით ხასიათდებიან, განსაკუთრებით მე-3 სახესხვაობის ნიადაგი. აღნიშნული ნიადაგები განვითარებული არიან ლიოსისებურ თიხებზე და კირნარ ნაფენებზე. ზედა აქტიურ ჰუმუსიან ფენაში ხასიათდებიან მუქი ყავისფერი შეფერილობით, ხოლო ქვევით მოჩალისფრო-მოთეთრო შეფერილობით. მე-4 სახესხვაობის ნიადაგი, რომელიც ძირითადად მიკროზონის შუა სარტყელშია წარმოდგენილი, ხასიათდება საშუალო და სუსტი ხირხატიანობით, ღრმა სისქის პროფილით (80-120 სმ). აქტიური ჰუმუსიანი ფენა 50-60 სმ-ის ფარგლებშია. მექანიკური შედგენილობით თიხნარია, შეფერილობით აქტიურ ფენაში ყავისფერია, ქვევით კი ჯერ ღია ყავისფერში, შემდეგ უფრო ღრმა ფენებში ჩალისფერში გადადის. კარბონატულია მთელ პროფილში. მე-5, მე-8 სახესხვაობის ნიადაგები, რომელიც მიკროზონის დაბლა სარტყელშია წარმოდგენილი ხასიათდებიან ყავისფერი და მუქი-ყავისფერი მოშავო შეფერილობით, ღრმა სისქის პროფილით (100-150 სმ) და ღრმა ჰუმუსიანი ფენით (60-70 სმ). მექანიკური შედგენილობით მე-5 და მე-8 სახესხვაობა თიხების ჯგუფს მიეკუთვნება, ხოლო მე-6 და მე-7 სახესხვაობა თიხნარებია, განსხვავებით მე-7 სახესხვაობა სუსტი ხირხატიანობით ხასიათდება, ხოლო მე-8 სახესხვაობა შედარებით მეტი ტენიანობით გამოირჩევა და 100-120 სმ-ის სიღრმიდან გალებებულია, ხოლო 140 სმ-ის სიღრმეზე დგას გრუნტის წყალი. მე-9, მე-13 სახესხვაობის ნიადაგები ძირითადად ალაზნის ვაკის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში და მისი შენაკადი მდინარეების გასწვრივ არიან წარმოდგენილი. აღნიშნული ნიადაგებიც ხასიათდებიან ღრმა სისქის პროფილით (100-150 სმ), აქტიური ჰუმუსიანი ფენა კი 50-70 სმ-ის ფარგლებშია. ხასიათდებიან ყავისფერი და რუხი ყავისფერი შეფერილობით. მექანიკური შედგენილობით მე-9 და მე-13 სახესხვაობები თიხებს, ხოლო მე-10, მე-12 სახესხვაობები თიხნარების ჯგუფს მიეკუთვნებიან, განსხვავებით მე-11 სახესხვაობისათვის დამახასიტებელია სუსტად ხირხატიანობა, ხოლო მე-12 სახესხვაობა საშუალოდ ხირხატიანი და
ქვიანია. მე-13 სახესხვაობის ნიადაგისათვის დამახასიათებელია პერიოდული ჭარბტენიანობა და 120-140 სმ-ის სიღრმიდან გრუნტის წყლის დგომაც. მე-14 და მე-15 სახესხვაობის ნიადაგები, რომლებიც ძირითადად ცივ-გომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთების დაბოლოებაზე არიან წარმოდგენილი, ხასიათდებიან ღრმა სისქის პროფილით (70-120 სმ) აქტიური ჰუმუსიანი ფენა კი 40-50 სმ-ის ფარგლებშია. შეფერილობით ყავისფერია, მექანიკური შედგენილობით თიხნარებს მიეკუთვნებიან, მთელ პროფილში კარბონატულია. განსხვავებით მე-15 სახესხვაობისათვის დამახასიათებელია ხირხატიანობა და სუსტი ქვიანობა, რაც უკეთეს პიორბებს ქნის მაღალხარისხიანი ღვინოების წარმოებისათვის. პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-8, მე-9 და მე-13 სახესხვაობის ნიადაგები თიხების ჯგუფს, ხოლო დანარჩენი მე-4, მე-6, მე-7, მე-10, მე-11, მე-12, მე-14, მე-15 სახესხვაობები თიხნარების ჯგუფს მიეკუთვნებიან. ჰუმუსის შემცველობა ნიადაგის საპლანტაჟო ფენაში ძირითადად 1,5-4,5%-ის ფარგლებშია, ხოლო პირველი სამი სახესხვაობის ნიადაგებში 3,5-5,5,%-მდე აღწევს, ქვევით კი მცირდება. ხსნადი ფოსფორით მეტწილად ღარიბია და ძირითადად 1,5-2,5 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. ზოგ შემთხვევაში კი კვალის სახითაა წარმოდგენილი. გაცვლითი კალიუმითაც უმეტეს შემთხვევაში ღარიბია და 3,5-25,0 მგ-ის ფარგლებშია, 100 გ ნიადაგში, კალციუმის კარბონატებს მეტწილად საშუალო რაოდენობით შეიცავს, ხოლო პირველი სამი სახესხვაობის ნიადაგების ქვედა ფენაში საკმაოდ მაღალია და 40-60% აღწევს. ნიადაგის არეს რეაქცია ძირითადად საშუალო და სუსტი ტუტეა და პH-ის მაჩვენებელი 7,5-8,3-ის ფარგლებშია.
ჩატარებული გამოკვლევებიდან გამომდინარე, მიკროზონაში წარმოდგენილი ნიადაგის მახასიათებლები ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია ღვინო ,,გურჯაანის” წარმოებისათვის.
აგროტექნოლოგიური რეგლამენტები
`გურჯაანის” დასახელების ღვინომასალის მისაღებად, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.
ჯიში რქაწითელი
გავრცელებისარეალი: ზღვის დონიდან 320-750 მეტრამდე.
დარგვისსქემა: 2,0 X 1,5 მ 2,5 X 1,5 მ 3,0 X 1,5 მ-ზე.
შტამბის სიმაღლე: 70-100 სმ.
სხვლის ფორმა: თავისუფალი და ქართული ორმხრივი შპალერი.
დატვირთვის ნორმა 1მ2-ზე: 8-10 კვირტი. 1 ჰა-ზე 80-100 ათასი კვირტი.
მოსავალი: 1 ჰა-ზე 9-10 ტონა.
ჯიშიკახურიმწვანე
დარგვის სქემა: 2,0 X 1,5 მ 2,5 X 1,5 მ 3,0 X 1,5 მ-ზე.
შტამბის სიმაღლე: 60-100 სმ.
სხვლის ფორმა: თავისუფალი, ქართული ორმხრივი შპალერი.
დატვირთვის ნორმა 1მ2-ზე: 8-10 კვირტი. 1 ჰა-ზე 80-100 ათასი კვირტი.
მოსავალი: 1 ჰა-ზე 6-7 ტონა.
ნიადაგის მოვლა-დამუშავება
სარწყავში_ ბოლო სავეგეტაციო მორწყვის დამთავრებართველის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნები, ნიადაგის მინიმალური დამუშავება. ტენდამცველი ღონისძიებები _ ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება (კულტივაცია, ფრეზირება, მულჩირება).
განოყიერება
ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული აგრორეგლამენტებით.
ფიტოსანიტარული რეგლამენტი:
ძირითადი დაავადებები: ჭრაქი, ნაცარი, სიდამპლე.
მავნებლები: ტკიპა, ყურძნის ჭია, ვაზის ცრუფარიანა.
ბრძოლის ღონისძიების გატარება: საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქტური და სისტემური პრეპარატებით.
რქაწითელისა და კახური მწვანის სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება
რქაწითელი – თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. იგი გამოირჩევა მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური თვისებებით, ხასიათდება სხვადასხვა პირობებისადმი გამძლეობით და პროდუქციის მაღალი ღირსებით. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა, უხვმოსავლიანი (მტევნის საშუალო წონა 160-250 გ-მდე). საშუალო მოსავალი ჰექტარზე 9-10 ტონა.
მწიფე ყურძენში შაქრიანობა 240 გ/დმ3-ს აღწევს, 7,8 გ/დმ3 მჟავიანობის შენარჩუნებით.
კახური მწვანე – თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.
ვაზი საშუალო ზრდისაა, საშუალო სიმწიფის პერიოდის. მტევნის საშუალო წონა 172 გ-ია, ხოლო საშუალო მოსავალი ჰექტარზე 6-7 ტ. ჯიშს ახასიათებს შაქრის დაგროვების (220 გ/დმ3)საკმაოდ დიდი უნარი, ნორმალური მჟავიანობის შენარჩუნებით (6,0-7,8 გ/დმ3).
ღვინო ,,გურჯაანი”
`გურჯაანი” _ ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინოა. მზადდება რქაწითელისა ჯიშის ყურძნიდან. დასაშვებია 15%-მდე კახური მწვანეს ჯიშის ყურძნის გამოყენება.
ღვინო `გურჯაანი~ ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, სრული, დახვეწილი, ჯიშური არომატით და განვითარებული ბუკეტით.
ღვინო `გურჯაანი” ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:
მოცულობითი სპირტშემცველობა 10,5-12,5%
შაქრის მასიური კონცენტრაცია არაუმეტეს 3 გ/ დმ3
ტიტრული მჟავიანიბა 5,5-7,5 გ/დმ3
აქროლადი მჟავიანობა არაუმეტეს 1,0 გ/დმ3.
დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არანაკლებ 16 გ/დმ3
გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია – არაუმეტეს 210 მგ/დმ3
თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია – არაუმეტეს 30 მგ/დმ3
დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის #1493/1999წ დადგენილებას.
ღვინო `გურჯაანის” სანედლეულო ბაზის არსებული ფართობები
გურჯაანის მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობი შეადგენს _ 1151,5 ჰა-ს.
მიკროზონაში შესაძლებელია მიღებული იქნას კონდიციური ყურძნის 8636 ტ. 1 ტონიდან 65 დეკალიტრის გამოსავლიანობისას შესაძლებელია წარმოებულ იქნას 561000 დეკალიტრი ღვინომასალა.
გურჯაანის მიკროზონის მდებარეობა - ცივ-გომბორის ქედის დაქანებაზე შექმნილი მიკროკლიმატი, ყავისფერი, მდელოს ყავისფერი, ალუვიური და დელუვიური ნიადაგები, ჯიში რქაწითელისა და კახური მწვანის უნიკალურობა განსაზღვრავს ღვინო ,,გურჯაანის” განსაკუთრებულ თვისებებს.
 
© “საქპატენტი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული