გამოქვეყნებულია: 22 თებერვალი, 2010 - 11:07
ლ.ვ. ჯორჯაძის წიგნიდან “მევენახეობა და ღვინის დაყენება, კეთება და გაუმჯობესება...” ტფ. 1876.
როგორც სჩანს ისტორიულის აღწერაში, (სტატია მე 5-ში) ზაგრანიცაში ვაზები არის გადატანილი და გაჩენილი საქართველოდამ, და ხოლოთ იქ არის იგინი გადაგვარებული მდებარეობისა და ჰავის მიხედულობის კვალობაზედ, და იგინი რომ, ისევე საქართველოში გადმოვიდეს, ისევ აქაურ თვისებაზედ გადაგვარდება; და კიდეც იყო მაგალითები, მაგრამ მაინც, ვისაც უნდა რომ გააჩინოს ევროპის ვაზები და რომლები მათგანი უფრო სასარგებლოა კახეთის ვენახობისათვისა, ამის ქვემორე მოიხსენიებს:
მუშკატის ვაზი. ამ ჯიშის ვაზის გაჩენა არის კარგი გრილი ადგილის ვენახებში, სადაცა ყურძენი სიგრილისაგან ზაფხულისა, ვერ ასწრობს კარგათ მოწევასა; და რადგან მუშკატის ყურძენი ძალიან ადრე იწევა, ამისათვისა, სასარგებლო არის იმისი ვაზი გრილ ადგილებშია, ეს ყურძენი ღვინოს კარგს აყენებს როგორც გრილ ადგილებში ეგრეთვე ცხელში, ამასთან მუშკატის ყურძენსა აქვე მშვენიერი სუნი (аромать), უკეთუ იგი არ გადაგვარდა. მუშკატის ყურძენმა იცის მრგვალი მარცვალი როგორათაც მცვივანმა, ხოლო მუშკატის ყურძნის მარცვალი არის მაგარი და მცვივნისა ჩვილი. მუშკატის ვაზსა უყვარს ქვიშანარევი სუქანი შავი ნიადაგი, ხოლო თიხა-მიწის ნიადაგისა ქვიშა-ნარევი უფრო კარგს ღვინოს აყენებს.
მუშკატის ვაზი ბევრგვარია, სახელდობრ: ყირიმისა, ვენგრიისა, ამერიკისა და სხვაცა.
ყირიმის მუშკატმა იცის გრძელი და ხშირ მარცვლიანი მტევანი, მზის მხარეს ქარვის ფრად გახდება ხოლმე იმისი ყურძენი, იმისი ვაზი სადაც გააჩინეს კახეთშია, ოთხ წელიწადზედ გადაგვარდა, ასე რომ, თუმცა ადრე მოიწევა ხოლმე, მარამა ყურძენსა თავისი ბუნებითი სუნი აღარა აქვს.
ყოველ გვარ მუშკატსა სჯობია ვენგრიის მუშკატი, სუნიც უფრო ძრიელი აქვს და ღვინოც უფრო კარგი იცის; და ამასთან, კახეთში სადაც გააჩინეს თიხა მიწიან კირ ნარევ მოთეთრო ნიადაგზედ, არ გადაგვარდა, და ისევე შერჩა ყურძენსა თავისი ბუნებითი სუნი. ამ ვაზმა იცის გრძელი და თხელი მტევანი, მარცვალი რგვალი და სხვილი, მარცვალსა აქვს მრეში ფერი და მზის მხარეს ყურძნის მარცვალი გაშავდება ხოლმე, ისე რომ, როგორც განგებ საჟი შეაყაროს.
ამერიკის მუშკატი. რომელსაც ეძახიან ევროპაში იზობელას. (სახელი ისპანიის კარალევასი) არის ფრიად კარგი ჯიშის ყურძენი, ჯერ კახეთში არავისა აქვს გაჩენილი. ამისმა ვაზმა იცის დიდი და განიერი ფოთოლი, მტევანი პატარა, მარცვალი იცის ფერად მუქი იის ფერი, ყურძნის სუნი და გემო მიემზგავსება სწორეთ მალინის მარცვალსა. ამ ყურძნის ღვინო ბევრს არუამება ხოლმე, ამისათვის, იმის წვენსა საკუთრად არ დააყენებენ ხოლმე და სხვა ყურძნის წვენში ურევენ ხოლოთ სუნის მისაცემათ.
პუბლიკაცია ხორციელდება “ღვინის კლუბის” საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
©ღვინის კლუბი/vinoge.com
თემა:
თქვენი კომენტარი