Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხალხური ცოდნა მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ. უხუცესი ოსტატების მონათხრობები

ფოტო: ქეთევან ადეიშვილი

მოგეხსენებათ, საქართველოში მევენახეობა და მეღვინეობა, დღევანდელი მონაცემებით, 8 000 წლის გამოცდილებას ეფუძნება. ეს გამოცდილება, როგორც ხალხური ცოდნა თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემა. ჩვენთვის ისინი წარმოადგენს უძვირფასეს წყაროებს, რომლებიც ტრადიციებში წვდომისა და მათი ანალიზის ძალიან კარგ საშუალებას ქმნის. მით უმეტეს, დღეს, როცა დიდწილად იკარგება ხალხური, გამოცდილებითი ცოდნა, ან ჩანაცვლდება ათასგვარი მითებითა და სტერეოტიპებით. 

მასალები, რომლებსაც წარმოგიდგენთ, ძირითადად, მე-20 საუკუნის 30-იან წლებშია შეგროვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიული კვლევების ფარგლებში

მთხრობელი - ევგენი შალამბერიძე,  85 წლის, სოფ. ცხრაწყარო, ზესტაფონის რაიონი.

ვენახისთვის არჩევდნენ ხოლმე კაი, სწორ ადგილს. ვენახს შავი მიწა  ურჩევნია. მანამდის გადაბრუნება არ იცოდენ. მიწას გადაბარავდენ ხოლმე და ჩარგავდენ ლერწს. გეიხარებდა და გადაბარავდენ გვერდზე. დარგვაზე ყოველთვის ჩაატანდენ ნაკელს. ლერწს ასე რგავდენ: მოღუნავდენ და ორივე მხრით ამოაყოფინებდენ თავს მიწაში. როცა გეიზრდებოდა, ხარდანს ჩოუსვამჟენ. ხარდანს სხვანაირად ჭიღვასაც უძახიან. ლერწს მოახვევდენ და მიაკრავდენ ხოლმე თელის, ლაფანის, ან ეკლის საკრით.

ვენახს სხლევდენ მარტში. გასხლვა იცოდენ სასხლებით, ახლა მაგრატლით სხლევენ.

წინათ დამყნა არ იცოდენ. სტაროსელსკიმ შემოიტანა დამყნაც და მოწამლვაც. ახლა დამყნილ ვენახს შემოდგომაზე ამოთხრიან და ინახავენ სილაში. გაზაფხულზე რგავენ. ყოველ წელიწადს უნდა შემოთოხნა და გაწმენდა თოხით. ვენახს უმეტესად წკაპათ აკეთებენ.

მაღლარი ყურძენი ხეზე აყავდათ და არ სხლევდენ, მხოლოდ ხმელს გამომორჩავდენ50. (50 გამომორჩვა – ზედმეტი ტოტებისა და ფოთლების გამოცლა; ზოგის ახსნით – მოუბმელი ლერწის გამოკლება; გამომორჩვას ზოგჯერ გამოლორდვას ან გამოკვირტვას უწოდებენ.)

ვენახის ავადმყოფობაა, ჭრაქი რომ მიეყრება მარცვლებს და რო მოუხრაკავს ფოთოლს.

ვენახი ერთ ძირსაც ქვია და მთელ ვენახსაც, ვაზი – ლერწია. ვენახის ულვაშს ბრჭყალი ქვია. მარცვალს რო მოაცლი, რაც დარჩება, იმას ბორძღლს უძახიან. მტევანი და ფოთოლი რითიც აბია, ის კირწია.

ვენახისგან აკეთებდენ ხოლმე ტარაველს51, (51 ტალავერი.) საგრილობელს. ტარაველს ქვეშ ხშირათ ჭურები ქონდათ ხოლმე ჩადებული.

რთველი იცოდენ  წიფობისთვეში. რთველის დროს მოარჩევდენ გოუფუჭებელ ყურძენს, დაწურავდენ და ჩაასხამდენ ჭურში. გამოზაფხულზე ღვინოს გედეიღებდენ. ჭურს დაახურავდენ ხის ბადიმს, ზევიდან წაგლესდენ მიწას. ბადიმს შვაში ამოღრუნტული აქ: იქ ჩაატენდენ ჯოხს სასულეთ. ღვინო რო დუღილს გაათავებდა, ამოიღებდენ ჯოხს და ამოღრუნტულს წაგლესდენ. ათ ჩაფ ტკბილს მიცემდენ ხოლმე ორ პეშვ ჭაჭას.

ჭურის და ქვევრის გასარეცხს სარცხელი ქვია. სარცხელს ოფიჭოსგან  (ბლის კანისგან) აკეთებენ. ჭაჭის ასაღებათ ნიჩაფს ხმარობენ. ჭაჭა რომ არ გაყვეს ტკბილს, ცინცხვით52 (52 ცინცხვს ეძახიან წნელისა ან ოქროოცხასაგან გაკეთებულ ცოცხს; ხმარობენ მხოლოდ ამ დანიშნულებისათვის.) აკავებენ. ჭურს თავს ძელბარით53 (53 ძელბარი – ხის პატარა ბარი.) ხდიან.

მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, თბილისი, მეცნიერება 1989.



ara shemoseva rom mimdinareobs kakhetshi tbiliseli kintoebis es cxadia... exla gvinos stsavlobt?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული