Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

იტალიური რთველი – 2010

აპენინის ნახევარკუნძულზე წელს ყურძნის მოსავალი, როგორც ვარაუდობენ, შარშანდელზე ნაკლები იქნება. იტალიის ღვინის კავშირის (UIV) კვლევების მიხედვით, ღვინის წარმოება 2009 წელთან შედარებით 1%-ით შემცირდება და 4,5 მილიარდი ლიტრი იქნება. როიტერის მონაცემებით, წელს მოსავალი ტოსკანაში 3%-ით, სიცილიაზე კი 22%-ით შემცირდა. მართალია, პიემონტში ის პირიქით, 6%-ით გაიზარდა, მაგრამ საერთო სურათი მაინც კლებას გვიჩვენებს. მოსავლის შემცირება მხოლოდ უამინდობას არ უკავშირდება – ეს იტალიელი მევენახეების მიერ ხარისხიანი პროდუქციის მიღების სურვილითაცაა განპირობებული. ღვინის ჭარბწარმოების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამას 10741 ჰექტარი ვენახი შეეწირა. მარტო 2009 წელს იტალიური ვენახების ფართობი 11571 ჰექტარით შემცირდა. ამის მიუხედავად, აპენინები, ვაზის გაშენების თვალსაზრისით, ევროპის ერთ-ერთ წამყვან რეგიონად ითვლება – იქ ვენახები 788 393 ჰექტარზეა გაშენებული. სულ კი ევროკავშირის ქვეყნებში ვაზს 3.6 მილიონი ჰექტარი უკავია.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123