Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Sancerre - ღვინის განსაკუთრებული რეგიონი საფრანგეთში (Decanter)

საფრანგეთში, თუ ჩრდილოეთს ესტუმრებით და ცენტრალურ ლუარაში პატარა სოფელ შავინიოლს მოინახულობთ, სანსერის (Sancerre) შთამბეჭდავ  სილამაზესა და “დაწყევლილთა ბორცვებსაც” ნახავთ, რომელსაც იქ, საფრანგეთში La Cotes des Monts Damnes ეძახიან. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ყველაზე ციცაბო ვენახების ტიტულს ვერ მივანიჭებთ, რადგან ეს “პატივი” მოზელში ბრემერ კალმონტის 65c-იან ფერედობებს ერგო წილად, საკმაოდ დიდი გამოწვევაა 45c-იან დახრილობაზე ვაზის გაშენება. თუმცა გარკვეული დაბრკოლებების მიუხედავად, იქ დაწურული ღვინო უდავოდ შთამბეჭდავია.

როგორც დეკანტერში ვკითხულობთ, შავინიოლსა და le Monts Damnes ისტორიულად ძლიერი და მყარი რეპუტაცია ჰქონდათ, თავად შავინიოლი კი ცნობილია Crottin de Chavignol-ისა და თხის ყველით, რომელიც ძალიან უხდება sancerre-ის ჭიქა ღვინოს. 

ბურგუნდიული შაბლის მსგავსად, Sancerre-ის რეგიონი თეთრი ღვინის მოყვარულთა მიერ ფართოდ აღიარებულია, მისი ღვინოები კი საკმაოდ ცნობილია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორს ძალიან ბევრი აქვს საერთო (Chablis-სა და Sancerre-ს), მნიშვნელოვანი მაინც მათი ძირითადი განსხვავებებია. ორივე თეთრ ვაზის ჯიშზეა ორიენტირებული და ძირითადად ჩრდილოეთ განედებზეა განლაგებული, გამოირჩევა ტერუარის 

ძლიერი გავლენით, რომელიც 150 მლნ. წელზე მეტი ხნის წინანდელი გეოლოგიური ფაქტორებითაა გამოწვეული. 

Sancerre-სა და Chablis-ის ღვინოებს მსგავსი გემური პროფილი აქვთ. ორივე ელეგანტური თეთრი ღვინოა ძლიერი მჟავიანობითა და მინერალური გემოებით. მიუხედვად იმისა, რომ შაბლი შარდონეს უნიკალური, გრილი კლიმატის გამოხატულებაა, თეთრი Sancerre აუცილებლად უნდა იყოს სოვინიონ ბლანიდან დაწურული. სოვინიონ ბლანი კი აქ ნამდვილად გამოირჩევა შედარებით უფრო მძაფრი, მკვეთრი გემოს სოვინიონებიდან, როგორებსაც უფრო ხშირად ახალ ზელანდიაში აღმოაჩენთ. ანრო ბურჟუა, BIVC-ის თანადამფუძნებელი და Domaine Henri Bourgeois-ის მმართველი აღნიშნავს: “სოვინიონ ბლანი შესანიშნავი ვაზის ჯიშია, რომელიც ტერუარს მნიშვნელოვნად “აძლიერებს” და გამოხატავს”.

Sancerre-ში სამი განსხვავებული კატეგორიის ნიადაგია - Silex, Caillottes და Terres Blanches. სილიციუმის ქანისა და კაჟის მაღალი შემცველობის გამო სილექსის ნიადაგი, როგორც წესი, სონსერის აღმოსავლეთით გვხვდება. ეს კი ღვინოს უფრო პიკანტურ, შებოლილ გემოებს სძენს. კაილოტის ნიადაგი კი დიდი რაოდენობით კენჭებს შეიცავს, რაც იძლევა ყვავილოვანი არომატების, ადრე დასალევ ღვინოებს.

როგორც დეკანტერის 2022 წლის აგვისტოს ნომერში ვკითხულობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო სწორედ Terres Blanche არის, რომელიც სანსერის დასავლეთითაა. იქაური ღვინოები Grand Cru-ს ხარისხითაა ცნობილი (უფრო მაღალი ხარისხის ღვინოები Grand Cru ჯგუფს განეკუთვნებიან, სტატუსი კონკრეტულ ვენახს ენიჭება, რომელსაც მისი ადგილმდებარეობა და ნიადაგის უნიკალურობა განაპირობებს).

"დაწყევლილთა ბორცვების” ვენახებზე წარმოებული ღვინოები საკმაოდ კონცენტრირებულია და დაძველების ხანგრძლივი პოტენციალით გამოირჩევა. Les Monts Damnes მთლიანობაში 35 ჰექტარია და ინდივიდუალურ მწარმოებელთა ფართობებიც, შესაბამისად, მცირეა. ნაკვეთებზე ძირითადად ძველი ვაზი აქვთ გაშენებული. რაფაელ თომასი, Paulthomas-ის ხელმძღვანელი, აღნიშნავს, რომ აქ ძალიან დიდ როლს თამაშობს ნიადაგი: “აქ თიხის შემცველობა 35%-65%-მდეა. წვიმის დროს წყალს იწოვს და შემდეგ ნელ-ნელა გამოაქვს წყალი გვალვის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ გორაკს სრულად სამხრეთით აქვს ექსპოზიცია, ვაზი საერთოდ არ განიცდის გვალვას”. Les Monts Damnes ღვინოები კი მჟავიანობისა და სიტკბოს შორის ბალანსით, დახვეწილობით, მაღალი ხარისხითა და კონცენტრაციით გამოირჩევა.

მიუხედავად იმისა, რომ აქ ღვინოების უმეტესობა მშრალია, მზეზე მომწიფებული მარცვლები საკმაო სიტკბოს აძლევს ღვინოს. ზოგიერთი წამყვანი მწარმოებელი, მაგალითად, მოსავალსაც გვიან იღებს და ეს განსაკუთრებულობასა და უნიკალურობას ანიჭებს სანსერის ღვინოებს. 

სტატიას სრულად შეგიძლიათ Decanter-ის აგვისტოს ნომერში გადახედოთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული