Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტრენინგი 16-17 ნოემბერს – ღვინისა და კერძის შეხამება

16-17 ნოემბერს "საქართველოს ღვინის კლუბი" წარმოგიდგენთ მორიგ ტრენინგს. სომელიე და ღვინის ექსპერტი მაგდა სურგულაძე გაუძღვება ტრენინგს – ღვინისა და კერძის შეხამება.

• ტრენინგზე ვისაუბრებთ ღვინისა და კერძის შეხამების ძირითად პრინციპებზე: 5 ძირითადი გემო, ღვინის გემოს მთავარი ელემენტები, ღვინისა და კერძის შეხამების ძირითადი ასპექტები, ინგრედიენტები და მათი ზეგავლენა კერძებზე, ქვევრის ღვინო და კერძის შეხამება და სხვ. მრავალი თემა.

• ტრენინგზე ერთმანეთს შევუხამებთ რამდენიმე სტილის ღვინოს და კონკრეტულ პროდუქტებს, გავივლით შეხამების სავარჯოშოებს.

• ტრენინგის ხანგრძლივობა: ორი დღე, 11:00–16:00 საათები. 

• ტრენინგის ღირებულება: ერთ მსმენელზე შეადგენს 100 ლარს.

• კურსის ღირებულებაში შედის: კურსის სახელმძღვანელო (ღვინისა და კერძის შეხამება, ავტორი მაგდა სურგულაძე), სადეგუსტაციო ნიმუშები ( ღვინო და კერძი), ტესტები, სერტიფიკატი, კურსისთვის საჭირო აქსესუარები, მცირე სადილი (2 დღე). 

სერტიფიკატები გადაეცემათ მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც ტრენინგის ბოლოს წარმატებით ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

• თითოეული ტრენინგი ჩატარდება მას შემდეგ, რაც კურსზე დარეგისტრირებული მსმენელების რაოდენობა მიაღწევს 20-ს.

• რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88.

• ჯგუფის დაკომპლექტების ბოლო ვადაა 14 ნოემბერი.

გთხოვთ თანხა გადმორიცხოთ ანგარიშზე:

ააიპ "ღვინის კლუბი"
ს.ს. „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში:GE66TB1144536080100002

თანხა უნდა ჩაირიცხოს არაუგვიანეს 14 ნოემბრისა.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.