Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველოდან Prowein Dusseldorf-ზე 24 კომპანია მონაწილეობდა

ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2022 წლის 15-17 მაისს საქართველო გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა Prowein-ზე იყო წარმოდგენილი.

Prowein Dusseldorf ღვინის პროფესიონალთა კომუნიკაციის საუკეთესო გარემოს შექმნაზე ორიენტირებული გამოფენაა, ამაზე ღონისძიების სახელწოდებაც მეტყველებს . გამოფენა პირველად 1994 წელს ჩატარდა. დაარსებიდან დღემდე მასში მონაწილეთა და ვიზიტორთა, წარმოდგენილი პროდუქციისა და სტენდების, ასევე, ვიზიტორებისა და  აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობის ზრდა ღონისძიების მასშტაბების, გავლენისა და პოპულარობის საუკეთესო ინდიკატორია.  

საქართველო Prowein Dusseldorf-ზე ერთიანი ეროვნული სტენდით 2000 წლიდანაა წარმოდგენილი.

ეს გამოფენა ერთ-ერთი ღონისძიებაა მათ შორის, რაც ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის ახალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეიმუშავა. გერმანია კი ქართული ღვინის ექსპორტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბაზარია.

2019 წლის დეკემბერში, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“-თან თანამშრომლობით ჩატარებულ კვლევაში გამოჩნდა, რომ გერმანელი მომხმარებელი ღვინის არჩევისას ყურადღებას აქცევს ჯიშს, წარმოშობას, ფასსა და ბრენდს.

ქართული ღვინის გერმანიის ბაზარზე პოპულარიზაციის მიზნით, კონტრაქტი გერმანულ კომპანიასთან ff.k Public Relations გაფორმდა.

მთავარი მიმართულებები საინფორმაციო კამპანია და სოციალური მედიის მენეჯმენტი იქნება. ასევე, საქართველოში 3 ვიზიტია დაგეგმილი - ტურის ფარგლებში სტუმრები  ღვინის კომპანიებს ეწვევიან და გაეცნობიან ქვევრში ღვინის დაყენების პროცესს. Prowein 2022 სწორედ ამ გეგმის ნაწილია, რომელშიც სხვა დეგუსტაცია-კონკურსები, სასწავლო პროგრამები და პრესტიჟულ გამოცემებთან თანამშრომლობაც შედის.

პროვაინის 2022 გამოფენაში 24 ქართული კომპანია მონაწილეობდა:

დუგლაძეების ღვინის კომპანია

შატო ბუერა

მეღვინეობა შილდა

თელიანი ველი

Georgian Wine House

JSC “Corporation Kindzmarauli”

Duruji Valley

კორპორაცია ქართული ღვინო

ასკანელი

მეღვინეობა ჯივეისი

შატო მუხრანი

კახური ღვინის მარანი

ალაზანი

ბადაგონი

თბილღვინო

მეღვინეობა ვაზიანი

მეღვინეობა ხარება

Terrakisi Wines

Binekhi Winery

მარნაველი

ნაბერაული

მეღვინეობა შუმი

Bolero & Co.

ხვანჭკარის ღვინის მარანი

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული