Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველო 5 საუკეთესო ღვინის რეგიონს შორისაა

ავსტრალიური ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალი საქართველოს 5 საუკეთესო ღვინის რეგიონს შორის ასახელებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენი ქვეყნის გარდა კი ახსენებს ხორვატიას, ბულგარეთს, უნგრეთსა და სლოვენიას: “აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ღვინის რეგიონებმა სათავე დაუდეს ვაზის გაკულტურებასა და მეღვინეობას. მათ შორის კი საქართველოა, სადაც 500-ზე მეტი ძირძველ ვაზის ჯიშს შეხვდებით. ავტორი კარენ მაკნილი  “ღვინის ბიბლიაში” აღწერს მომენტს, როდესაც მან პირველად დააჭაშნიკა ქართული, ბერების კახური ღვინო.  ქვევრის ღვინის გასინჯვამდე კი, როგორც მაკნილი წერს, ბერებმა ქართული ხალხური სიმღერები იმღერეს. ქვევრს, ამფორასგან განსხვავებით ადგილს არ უცვლიან, არამედ მარხავენ მიწაში, სადაც ტემპერატურა ბევრად სტაბილურია და დუღილსა და ღვინის დაყენებას მეტად ეხმარება.” - წერს ავტორი, რომელიც ქარვისფერ ღვინოებსაც ახსენებს სტატიაში: “ქარვისფერ ღვინოებს ქვევრში აწარმოებენ. ამ კატეგორიის მიმართ ცნობადობა იზრდება და შესაბამისად ქარვისფერი ღვინო სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. საქართველოში 5 ღვინის რეგიონია, რომელთაგანაც კახეთში 120 000 ჰექტარზე ყველაზე მეტი ღვინო იწარმოება.” - ვკითხულობთ Luxury Travel Magazine-ის სტატიაში

საქართველოს გარდა წერენ სლოვენიაზეც, სადაც ცნობების მიხედვით ილირიული და კელტების ტომები ღვინოს ძვ.წ. 500 წლიდან აწარმოებენ. ამის შემდეგ არეულობებისა და ომის გამო ღვინის წარმოება შემცირდა, თუმცა 1991 წლიდან არც თუ ისე დიდი, თუმცა მწარმოებელი ქვეყნის სტატუსი მიიღო. დღეს, როგორც ავტორი გვიამბობს, სლოვენიაში 40 000 ჰექტარზე ვენახები სამ ძირითად რეგიონშია გაშენებული, ესენია: პრიმორსკა, პოდრავიე და პოსავიე. ახლა სლოვენიური ღვინოები დასავლეთ სამყაროში საკმაოდ ცნობილია, განსაკუთრებით მისი ხელმისაწვდომობის გამო. სლოვენიელი მეღვინეები ხშირად აყენებენ პეტ-ნატებს, ცქრიალა და სხვა ღვინის კატეგორიებს. 

ხორვატია სლოვენიას ესაზღვრება და 1100 პატარა კუნძულისგან შედგება. მათი ცნობილი ღვინოა თეთრი Graševina, რომელსაც ხშირად რისლინგსაც ადარებენ. Teran, წითელი ვაზის ჯიში სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში გავრცელებულ შირაზს ძალიან ჰგავს, განსაკუთრებით ხშირად შეხვდებით ხორვატიულ სამზარეულოში. ხშირია ამ ჯიშის სადესერტო ღვინოებიც, რომლებიც სხვადასხვა სენელებლის, ვანილისა და მიხაკის სურნელებით გამოირჩევა.

ბულგარეთში მოჰყავთ წითელი და თეთრი ვაზის სხვადასხვა ჯიში, მათ შორის გავრცელებულია მერლო, კაბერნე, შარდონე. ავტორი არნიშნავს, რომ ნიადაგი და ბულგარეთის ბუნებრივი კლიმატი ღვინის მოსაყვანად იდეალურია. გამორჩეული ღვინოა Thrace, რომლისგანაც ძალიან სხეულიანი, ტანინიანი და არომატული ღვინოები მზადდება. თუ ბორდოს მალბეკი მოგწონთ, მაშინ ძალიან მოგეწონებათ Rubin-ის ღვინოც, რომელიც Nebbiolo-სა და Syrah-ის მუტაციური ჯიშია. 

უნგრეთში ვენახები 160 000 ჰექტარზეა გაშენებული. აქ 22-მდე ღვინის რეგიონს შეხვდებით. სამწუხაროდ 1880-იან წლებში ფილოქსერამ ძალიან დააზარალა უნგრული ღვინის ისტორია, თუმცა 1980-იანი წლების ბოლოს საკმაოდ დიდი წარმატება ჰქონდა Aszú-ს რეგიონს. Tokaji, თეთრი სადესერტო ღვინო Furmint-ის ვაზის ჯიშისგან იწარმოება და როგორც ავტორი გვიამბობს, უნგრული “სიმდიდრეა”, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ, თუ იქ მოხვდებით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული