Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“საღვინე სახლი თბილისი” - მცირე მარნების ანთოლოგია (89)

-  როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

- მარანი: „საღვინე სახლი თბილისი“ - დავაარსე 2017 წელს. ზოგადად, ღვინოსთან შეხება ბავშვობიდან მქონდა. ღვინის დაყენებაში პაპასვეხმარებოდი პერიოდულად. ღვინის დაყენების ჩემი პირადი დებიუტი 2015 წელს შედგა. შევიძინე რქაწითელის ჯიშის ყურძენი და კასრებში დავაყენე. ჩემი მიზანი იყო მეწარმოებინა ქვევრში დაყენებული მაღალი ხარისხის ღვინო. პირველმა ექსპერიმენტმა ნამდვილად გაამართლა.  მეღვინეობის მიმართ ჩემი ბავშვობის წლების ინტერესს, ჩემმა პროფესიულმა საქმიანობამ - არქეოლოგიამ - უფრო მეტი მიმზიდველობა და ინტერესი შესძინა. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული, არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში, არაერთხელ მქონია შეხება თიხის ჭურჭელთან და მათ შორის,უპირატესად - ქვევრებთან.  

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

- 2017 წელს, ძველ თბილისში, სოლოლაკში, ჩემს ეზოში პატარა სარდაფი მოვაწყვე და სოფელ ტყემლოვანადან ჩამოტანილი შვიდი ცალი ქვევრი ჩავსვი.  ქვევრები ტრადიციული მეთოდით, კირით დავადუღაბე. ცოდნის გაღრმავებაში ძალიან დამეხმარა ღვინის კლუბი და მისი ტრენინგები, სადაც მივიღე თეორიული გამოცდილება და ცოდნა როგორც ქვევრის ღვინის დაყენებაში, ასევე, ვენახის გაშენებასა და ფორმირებაში. სწორედ 2018 წელს, პირველად მივიღე მონაწილეობა ღვინის კლუბის ფარგლებში გამართულ ფესტივალში, სადაც წარმოდგენილი ვიყავი, როგორც მცირე მარანი. ფესტივალზე წარმოდგენილი მქონდა ქვევრში დაყენებული რქაწითელი და საფერავის ღვინო. ფესტივალის მასშტაბით, ჩემმა ღვინოებმა მოწონება დაიმსახურა. გამოცდილ მეღვინეებთან გასაუბრებამ, კიდევ უფრო მეტი გამოცდილება შემძინა ჩემი ინტერესის სფეროში.  სწორედ აქედან დაიწყო ჩემი პროდუქტის პირველი გაყიდვები და შემოთავაზებები. ღვინის წარმოებასთან ერთად, დავიწყე სპირტიანი სასმელის წარმოებაც. მარანში ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის ჭაჭას და ღვინის სპირტს.საკუთარი ვენახი ამ ეტაპზე არ მაქვს.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ყურძენს ვყიდულობ და შემდგომ, კახური წესით, ექვსთვიანი დაყოვნებით, ვაყენებ ქვევრის ღვინოს ძველ თბილისში. საღვინე სახლის ერთ ერთი წარმატება გახლდათ ქვევრის საერთაშორისო ფესტივალზე მიღებული ვერცხლის მედალი, ღვინისათვის:ქვევრში დავარგებული რქაწითელი მწვანე.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- არაერთი შემოთავაზების მიუხედავად, დღეისათვის, არცერთ მაღაზიაში არ ხდება ჩემი პროდუქტის რეალიზაცია, რადგან ჩემი სურვილია,რომ ადგილზე გავხსნა მაღაზია, სადაც მოხდება ჩემი ღვინის დეგუსტაცია და რეალიზაცია.

- რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

-  ჩემი აზრით, ზოგადად, სახელმწიფოს მხრიდან მეღვინეობის ხელშეწყობა უნდა გაიზარდოს,განსაკუთრებით მცირე მარნების მიმართულებით. ამ მხრივ, დიდი შეღავათი იქნებოდადაბალპროცენტიანი საკრედიტო განაკვეთი, რათამცირე მეღვინემ შეძლოს საკუთარი ბიზნესის გაფართოება და საკუთარი პროდუქტის ხარისხის გაზრდა თანამედროვე ტექნოლოგიური ინვენტარისსაშუალებით.

- თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- დღეისათვის, ქართული მეღვინეობის კულტურის განვითარებისთვის, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია მცირე მარნების პოპულიზაცია,მათი სიმრავლე და ამ გზით, ბაზარზე კონკურენციის გაზრდა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საგრძნობლად შეიმჩნევა ოჯახური მარნების გააქტიურება, რასაც, ჩემი აზრით, დიდი წვლილი შეაქვს ქართულ რეალობაში მეღვინეობის განვითარების თვალსაზრისით.

მარნის მისამართი: ძველი თბილისი,სოლოლაკი გიორგი ლეონიძის ქუჩა 20
ტელეფონი: +995 577 303 717
Winehousetbilisi@yahoo.com 
ფეისბუქ გვერდი: „საღვინე სახლი თბილისი“
https://www.facebook.com/WINEHOUSETBILISI

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული