Home
ქართული | English
ნოემბერი 2017
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123

მულტიმედია

კომენტარები

ქარვის ბარი - საქართველოს ღვინის ბარების და მაღაზიების მეგზური (2)

დაახლოებით ერთი წლის წინ, რამდენიმე ღვინის მოყვარულ მეგობარს გაუჩნდა სურვილი შეექმნა გამორჩეული ადგილი, სადაც სტუმრები სიამოვნებით ივლიდნენ ღვინის საგემად. თან არა მხოლოდ მცოდნეები და ღვინოში კარგად გათვითცნობიერებული ადამიანები, არამედ ყველა, ვისაც კარგი ღვინო უყვარს. მართალია თბილისში უკვე იყო რამდენიმე წარმატებული ღვინის ბარი, რომელიც ღვინის ამ ახალგაზრდა ენთუზიასტებს ძალიან მოსწონდათ, განსაკუთრებით ღvino underground, 8000 მოსავალი, მაინც თვლიდნენ, რომ ამ სფეროში ნიშა კიდევ იყო შესავსები. ძირითადი მიზანი კი ნატურალური და ქვევრის ღვინოების პოპულარიზაცია იყო და ფიქრობდნენ, რომ გამორჩეული გარემოს შეთავაზებით მოახერხებდნენ ამას.

ადგილიც საუცხოო შეარჩიეს - თბილისის ისტორიულ უბანში, განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე. სივრცე თითქოს შექმნილი იყო იმისთვის, რომ აქ ღვინის ბარი დაიდებდა ბინას. მინიმალურად დასჭირდათ ცვლილებები ინტერიერში. ძველი თაღები, აგურის კედლები, მოხატული ჭერის ფრაგმენტი ორნამენტებით ყველაფერი უცვლელად შეინარჩუნეს, დანარჩენი კი განაახლეს.

თავიდან, რადგან ორიენტირად ქვევრის ღვინოები ქონდათ, ბარის სახელზე ფიქრისას ერთი ვერსია "Orange Bar" იყო, მაგრამ მსჯელობის დროს ერთერთმა პარტნიორმა ახსენა სიტყვა  - "Amber", რომელიც ყველამ ერთხმად მოიწონა და აიტაცა. "Amber" ქარვისფერი - ქვევრის ღვინის აღმნიშვნელი სახელწოდება ეფექტურად და მიმზიდველად ჟღერს ქართულად და ინგლისურად და მომგებიანად მოიხდინა ახლადგახსნილმა ქარვის/Amber ბარმა.

ასე გაჩნდა თბილისის ძველ უბანში ზუსტად 6 თვის წინ ახალი ღვინის ბარი და მიუხედავად ამ მცირე დროისა, უკვე ბევრი ღვინის მოყვარულის საყვარელი ადგილი გახდა, სადაც მიდიან რომ დალიონ საუკეთესო ქართული ღვინოები, ღვინოსთან შეხამებული გემრიელი კერძები მიაყოლონ და ცოცხალი მუსიკით ისიამოვნონ. აქ მოსულ ადამიანებს გარემო მეგობრული და კეთილგანწყობილი ხვდებათ და სტუმრების შეფასებაც შესაბამისად დადებითია.

ქარვის ბარში ღვინოების შერჩევა სადეგუსტაციო კომისიის მიერ ხდება. ძირითადი აქცენტი ქართულ ნატურალურ ღვინოებზეა. იშვიათი ღვინოების გარდა, აქვთ კონვენციური ღვინოების დიდი არჩევანიც. რადგან ბიო ღვინოები არ არის იაფი, უფრო მეტად აქედან გამომდინარე, ბარი ალტერნატივას სთავაზობს მომხმარებელს. ადამიანს შეუძლია შემოვიდეს და 15 ლარად კარგი ღვინო დალიოს და ისიამოვნოს. ბარში ასევე გასინჯავთ "სახლის ღვინო"-ს - ეს არის საგანგებოდ შერჩეული რომელიმე მცირე საოჯახო მარნის ღვინო, რომელსაც ბარი სპეციალურ ფასად გვთავაზობს.

ღვინის კლუბთან საუბრისას, ქარვის ბარის ერთერთმა დამფუძნებელმა, სანდრო კიკნაძემ გვითხრა, რომ ყველაზე კარგად იყიდება ჯაყელების, ბექა გოცაძის, სოლიკო ცაიშვილის და კახა ჭოტიაშვილის ღვინოები. გაყიდვებში ტრადიციულად ლიდერობს საფერავი და რქაწითელი, როგორც ქართველ, ისე უცხოელ მომხმარებლებში. ქარვის ბარში ღვინის დაჭაშნიკებასთან ერთად, თქვენს მიერ მოწონებული ღვინის შეძენაც შეგიძლიათ შინ წასაღებად, თან 10 % იანი ფასდაკლებით. ქარვის ბარის სანგრიაც უნდა აღვნიშნოთ, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში.

ღვინოებთან შეხამებული უგემრიელესი ტრადიციული და ევროპული კერძების გემოები და შთაბეჭდილება კი დიდხანს გაგყვებათ, სამზარეულო არც მინიმალისტური და არც რესტორანივით გადატვირთულია, ზომიერი არჩევანია. ერთ–ერთი გამორჩეული, ქართული სამზარეულოდან, რაჭული ლორია, ლობიოს და პიტას სტილში გამომცხვარი პურების თანხლებით. ასეთი ფორმით მოწოდებული ლორის დაფა ქარვის ბარის შეფმა შეადგინა. ღვინოსთან ერთად შეგიძლიათ ასევე გასინჯოთ ნიგვზისა და თხილის საფანელში ამოვლებული ყველის ჩხირები. ძალიან მოსწონთ სტუმრებს ქარვის ბარის საფირმო ბრუსკეტებიც მსხლით, ლურჯი ყველით თუ ორაგულით და სხვა.

ქარვის ბარში რეგულარულად იმართება ღვინოსა და გასტრონომიულ კულტურასთან დაკავშირებული ღონისძიებები: მეღვინეებთან შეხვედრები, როგორიც იყო ჯაყელების, ჩხეიძეების, ღვინის ქურდების, კორტავების საღამოები, ასევე საუბრები ჭიქა ღვინოსთან მალხაზ ხარბედიასთან ერთად და სხვა. ამ სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებით და დეგუსტაციებით ცდილობენ ღვინოები პოპულარული გახადონ და განსხვავებული გემოვნების მომხმარებელი დააინტერესონ. ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა ქარვის ბარში ჩატარებულმა ფრანგული სამზარეულოს და ქართული ქვევრის ღვინის საღამომ. კვირაში რამდენჯერმე ბარში მისულ სტუმრებს ცოცხალი მუსიკა ელოდებათ.

მთავარი მიზანი ბარის დამფუძნებლებისთვის ღვინის სამომხმარებლო კულტურის ამაღლებაა. ძირითადი მომხმარებლები ქართველები არიან, აქედან 70 პროცენტი ახალგაზრდა ქალები, რომლებიც ნახევრად ტკბილ ღვინოს სიამოვნებით მიირთმევენ. უფრო ხშირად სტუმარი ჭიქით იღებს ღვინოს. ბარს სტუმრობენ უცხოელი ტურისტებიც.

სანდრო: "უცხოელები უფრო კლასიკურად უყურებენ, იციან ღვინის დეგუსტაცია როგორ უნდა ჩატარდეს, უფრო გათვითცნობიერებულები არიან, ქართველები უფრო მეტს სვამენ.

ღვინის დაგემოვნების კულტურა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა მზარდია, და ვფიქრობ, რაც უფრო მეტი ღვინის ბარი გაიხსნება, მით უფრო შეუწყობს ხელს ამ კულტურის განვითარებას. ყოველ ახალ კარგ ბარს, ჩვენ ვუყურებთ როგორც მოკავშირეს და არა როგორც კონკურენტს."

ცოტა ხნის წინ, ქარვის ბარის ინიციატივით, ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი ჩატარდა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რომელიც მიეძღვნა ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მეღვინის, ვახო ფაღავას ხსოვნას. ფესტივალზე მისულმა სტუმრება დააგემოვნეს 30-მდე ნატურალური ღვინის მწარმოებელი მარნის ღვინოები და თბილისის საუკეთესო ღვინის ბარ-რესტორნების მიერ წარმოდგენილი კერძები. ფესტივალზე კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცათ ღვინის მოყვარულებს ნატურალური ღვინოები და მცირე მეწარმეები გაეცნოთ.

Amber Bar • ქარვის ბარი

მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 49

ტელეფონი: +995 514 49 00 49

ელფოსტა: amberbartbilisi@gmail.com

ფეისბუკი: https://www.facebook.com/AmberbarTbilisi/

სამუშაო საათები: 12:00 - 01:00

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017.



OPTION TO Typical Synthetic Supplements IS NECESSARY, Say Experts Whole food supplements is currently a topic of worldwide interest. A profusion of proof has recently emerged suggesting that regular synthetic multivitamin supplements may be hazardous to your wellbeing. Goran Bjelakovic, a reputed scientist from the University or college of Copenhagen, headed up an enormous meta-study that viewed the results of 67 placebo-controlled trials previously undertaken to determine the effects of vitamin and anti-oxidant supplements on longevity. In the final end, the scholarly study combined observations of 232 000 test subjects. Through the use of such a sizable population sample, a study can become a lot more powerful in relation to spotting large-scale tendencies and overcoming human being bias. The total results of the analysis, published in the Journal of the American Medical Association, were nothing significantly less than shocking. Looking at patients with diabetes, cardiovascular disease and lung cancers, as well as healthy, normal individuals, there was no apparent benefit to taking popular fractionated supplements like Supplement A, Supplement E, Supplement C, Selenium, or beta-Carotene. In fact, the results proceeded to go in the contrary direction - there is an increased chance of death (16 percent) amongst Vitamin A users, a 7 percent higher death rate amongst beta-Carotene users, and a 4 percent mortality upsurge in Supplement E users. Retinol and Beta-Carotene, marketed as anti-carcinogenic agents, may promote lung cancers. That is right - pills advertised as helping you towards an extended, healthier life are actually correlated with a speedier demise. This scholarly study used typical supplements on the marketplace made from synthetic vitamins. To add salt to the wound, a recent research published in the British Journal of Diet under the unimaginative name of "Ascorbic Acid Supplementation Does Not Attenuate Post-Exercise Muscle Soreness Following Muscle-Damaging Exercise But May Delay The HEALING PROCESS" indicated that supplementation with anti-oxidants from synthetic sources may reverse many of the beneficial effects of physical training. Now, this is not to say that vitamins or anti-oxidants are bad for you. Definately not it - these supplements were created on the basis of solid science. Anti-oxidants are thought to protect cells from the ravages of free radicals still. The nagging problem, rather, is the essential proven fact that you can get those benefits from synthetic isolated substances. Disease and the aging process are more complicated than test-tube studies can take into account usually. Furthermore, the presssing issue of bioavailability is an ever-present concern. Many typical synthetic supplements include huge amounts of the advertised vitamin, but lack the additional substances needed to ensure that their key substances are actually utilized by the body. Passing through the digestive tract direct, these 'miracle health cures' often find yourself doing little beyond giving people expensive urine. To the rescue...Entire Food Supplements. Website: herb24.space

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.
საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.