Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ქართული, მარად აქტუალური ღვინის კულტურა” - Wine Enthusiast

ალბათ ყველა ღვინის მოყვარულმა იცის Wine Enthusiast-ის, ამერიკული ჟურნალის შესახებ, რომელიც 1979 წლიდან მოყოლებული ღვინის შესახებ უამბობს მკითხველს. ეს ჟურნალი კიდევ ერთ სტატიას ბეჭდავს საქართველოს წერენ და დეტალურად საუბრობს ქართული ღვინის, ვაზის ჯიშების, გეოგრაფიისა და კულტურის შესახებ. 

პირველ რიგში სტატიაში იმას აღნიშნავენ, რომ საქართველო უძველესი, პირველი ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა: “ათასწლეულების განმავლობაში ღვინო საქართველოში კულტურული იდენტობის გამოხატვის საშუალება იყო. მესხეთის რეგიონში, ოსმალეთის მმართველობის დროს, მაგალითად, მე-18 საუკუნის დასაწყისში აკრძალული იყო ვაზის გაშენება და ღვინის დაყენება, თუმცა ადგილობრივები ვაზს ტყეში რგავდნენ, რათა ჯიშები არ დაკარგულიყო” - ვკითხულობთ სტატიაში, სადაც ამბობენ, რომ საბჭოთა დროსაც კი, როცა ყველაფერი სახელმწიფო საკუთრებად ითვლებოდა, ხალხი თავისთვის ამზადებდა ღვინოს და მარნებს კერძო სახლებში აშენებდნენ. 1991 წლის შემდეგ კი მეღვინეობა ხელახლა დამკვიდრდა საქართველოში.

ავტორი ემილი სალადინოა, ღვინის მწერალი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ქართულ ქვევრის კულტურაზეც, ასევე ქარვისფერ ღვინოსა და ადგილწარმოშობის დასახელებებზე. საქართველოში 25 რეგისტრირებული PDO და ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 136 000 ჰექტარი ვენახია გაშენებული: “მეღვინეობის პირველი რეგიონი კახეთია, რომელსაც ღვინის წარმოების 80% უჭირავს. კახეთში 18 ადგილწარმოშობის დასახელებაა, სხვა PDO-ები მოიცავს შიდა ქართლსა და ქვემო ქართლს, სადაც ძალიან დახვეწილ ქარვისფერ და წითელ ღვინოებს აწარმოებენ. ეს რეგიონი გამორჩეულია საინტერესო ცქრიალა ღვინოებითაც” - ვკითხულოვთ სტატიაში. 

ავტორი ვაზის ჯიშებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ 500 ჯიშიდან 40-ზე მეტი კომერციული წარმოებისთვის გამოიყენება, დასძენს იმასაც, რომ ქართული ადგილობრივი ჯიშების გარდა აქ კაბერნე სოვინიონი და შირაზიც მოჰყავთ. ემილი სალადინო თეთრ და წითელყურძნიან საღვინე ჯიშებს გამოჰყოფს: “რქაწითელისგან ძალიან ხალისიან, სასიამოვნო, “ხრაშუნა” ღვინოებს ამზადებენ, რომლებიც იდეალურია ქართულ ყველთან და პურთან ერთად შესახამებლად, ქისი ყვავილების სურნელებითაა გამორჩეული ძალიან არომატულია, მწვანე კახური კი ღია ფერის საშუალო ტანინებიანი ღვინოა უფრო კომპლექსური, რთული და მინერალური არომატებით. ყველაზე ცნობილი საღვინე ყურძენი მაინც საფერავია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და საინტერესო ღვინო. მისგან იღებენ ღვინოს, რომელსაც კენკრის არომატები აქვს და მელნისფერი შეფერილობა, მის პიკანტურ და ხავერდოვან ნოტებს კი ქვევრში დაძველება კიდევ უფრო გამოხატავს” - ამბობს ის და საუბრობს ძელშავსა და მუჯურეთულზე, ასევე ქართლის შავკაპიტოსა და ოცხანურ საფერეზე.

სტატიაში კიდევ ერთი ქვესათაურია "ქართული თანამედროვე ინდუსტრია", სადაც ავტორი ხაზს უსვამს, რამდენად გაიზარდა ქართული ღვინის ხარისხი და მისი ცნობადობა საზღვარგარეთ: “უფრო და უფრო მეტს მოგზაურობენ, ეწრებიან სხვადასხვა გამოფენებს და შთაგონებულნი ბრუნდებიან უკან. მათი ღვინოები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. გასულ წელს 64 ქვეყანაში 107 მლნ. ბოთლზე მეტი ქართული ღვინო იქნა ექსპორტირებული, 2020 წელს კი 63 ქვეყანაში 92 მლნ. ბოთლი.“ იგი აღნიშნავს იმასაც, რომ რუსეთი ქართული ღვინისთვის ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარია, თუმცა მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ქვეყანა, პირველ რიგში კი ამერიკა, ძალიან პერსპექტიულია ჩვენთვის. ელის როზენბერგი, Colonie, Pips და Gran Electica-ს რესტორნების თანამეწილე ბრუკლინში აღნიშნავს, რომ ქარვისფერი ღვინის მიმართ ინტერესი ძალიან გაზრდილია: “ნარინჯისფერი ღვინო როზეებზე მეტად მოთხოვნადი გახდა, მომხმარებლებს უფრო და უფრო ხშირად სურთ ისეთი ჯიშები გასინჯონ, რომელთა შესახებაც არაფერი სმენიათ”. სტატიას Wine Enthusiast-ზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული