Home
ქართული | English
თებერვალი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
26272829123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული კულტურის, ღვინისა და სამზარეულოს შესახებ The Travel წერს

საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ ბევრ უცხოურ გვერდზე წაიკითხავთ. ამჯერად The Travel აქ მოგზაურობას  თავის მკითხველს ურჩევს. ავტორი საქართველოს მთიანეთზე, ღვინოზე, თავგადასავლებზე და ისტორიულ ადგილებზე წერს. საუბრობს კულტურასა და არქიტექტურაზე, სვანეთზე, თუშეთსა და ქართულ სამზარეულოზე. 

პირველ რიგში ვკითხულობთ საქართველოს ლანდშაფტზე, მთებსა და ტყეებე, მდინარეებზე: “აქ თითქოს ბუნების ყველანაირი ტიპია, უდაბნო, ზღვა, მთები, ეს კი უნიკალურ და ძალიან შთამბეჭდავ ქვეყანად აქცევს საქართველოს, სადაც ბევრი სხვადასხვა გარე აქტივობით შეიქცევთ თავს”.

ავტორი აღნიშნავს ქართულ ღვინის კულტურასაც, ქვევრის ტექნოლოგიას,  საუბრობს ტაძრებსა და კულტურულ ღირსშესანიშნაობებზე: “ქართული კულტურა აერთიანებს ყველა იმ კულტურის ელემენტებს, რომლებსაც ქვეყნის არსებობის პერიოდში “წააწყდებოდა” ხოლმე. აქ ნახავთ ევროპულ, სპარსულ, არაბულ და შორეული აღმოსავლეთის გავლენას. ეს უნიკალური “ერთიანობა” და კულტურათა შერწყმა ჩანს ხელოვნებაში, არქიტექტურაში, ლიტერატურასა და სამზარეულოშიც კი. არქიტექტურა განსაკუთრებით სასიამოვნო სანახავია, რადგან მთებშიც კი ნაგებობებს ხელოვნების “კვალი” ატყვია. ციხესიმაგრეებს, კოშკებსა და ეკლესიებზე ბიზანტიურ სტილს აღმოჩენთ. ” - წერს ავტორი. 

სტატიაში წაიკითხავთ კრუბერის მღვიმეზეც, რომელიც გაგრაში, ბერჭილის ქედზე მდებარეობს და სიღრმით მსოფლიოში მეორე ადგილასაა ვერიოვკინის მღვიმის შემდეგ. მღვიმეში გვხვდება მინიატურული სტალაქტიტები, სტალაგმიტები. მას ეძახიან “უძირო გამოქვაბულსაც”. გამოქვაბული კარსტული წარმოშობისაა, აქ წარმოიქმნება ვერტიკალური ჭაბურღილებით, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია საფეხურებითა და გალერეებით. 

დასასრულს ავტორი ქართულ სამზარეულოზე წერს: “კერძებიც, არქიტექტურის მსგავსად, გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და სხვადასხვა კულტურათა გავლენით შექმნილი განსაკუთრებული გემოებით” - სტატიას გაეცნობით The Travel-ის ვებ. გვერდზე.  

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული