Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო ნიდერლანდებში WineWeekend-ზე

WineWeekend მასშტაბური ღვინის სადეგუსტაციო ღონისძიებაა, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ რეისვეიკში (Rijswijk) ყოველწლიურად ტარდება. წელს გამოფენაში 50-მდე ღვინის კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. WineWeekend-ზე სპეციალური სტენდი Taste of Georgia ქართულ ღვინოებს დაეთმო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 6 კომპანიის 12 სახეობის ღვინო. ეს კომპანიებია „კონჭო და კომპანი“, „თბილღვინო“, „ფაფარი ველი“, „ბაგრატიონი 1882“, „ბექა გოცაძის საგვარეულო მარანი“ და „თელავის ღვინის მარანი“.

WineWeekend-ის ფარგლებში  ორი პრეზენტაცია-სემინარი გაიმართა - ,,ქარვისფერი ღვინოები საქართველოდან’’, რომელსაც ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ.  დეგუსტაციას  ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Saperavi Wine Agency-ის დირექტორი ბერნარდ ნაუტა უძღვებოდა.

ღვინის მოხმარების საერთაშორისო ტენდენციებსა და სტატისტიკაზე დაყრდნობით, ნიდერლანდების ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის საკმაოდ პერსპექტიულია. ჰოლანდიელი პროფესიონალები დაინტერესებულნი არიან ქართული ღვინოებით, რის საფუძველზეც, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს ხელშეკრულება გააფორმა ღვინის იმპორტიორ კომპანიასთან Saperavi Wine Agency, რომელიც ნიდერლანდებში ქართული ღვინის იმპორტს ახორციელებს და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას მართავს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული