Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო MEGAVINO 2017-ზე

20-23 ოქტომბერს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ღვინის საერთაშორისო გამოფენა MEGAVINO 2017 ჩატარდა, სადაც ქართული ღვინის კომპანიებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა. „მეგავინო“ ბენილუქსის ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური გამოფენაა და იმართება წელიწადში ერთხელ,  ბრიუსელის ყველაზე დიდ საგამოფენო ცენტრში. გამოფენაზე 20-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში გაიმართა ღვინის კონკურსები, სემინარები, კონფერენციები. წელს „მეგავინოს“ საპატიო სტუმარი იყო ბულგარეთი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ,,MEGAVINO 2017’’-ზე  ქართული კომპანიების - ,,შილდა’’, ,,მოსმიერი’’, ,,ვაზიანი’’, ,,შატო ნეკრესი’’, ,,ქიმერიონი’’, ,,კახური ღვინის მარანი’’, „თელავის ღვინის მარანი“, „თბილღვინო“ და „კონჭო და კომპანი"-ს ღვინოები წარსდგა.

გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაციაც, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა. დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ და შემდეგი ღვინოები დააგემოვნეს: „მანავის მწვანე“ (კახური ღვინის მარანი),  „ხიხვი“ (შილდა), „წინანდალი“ (მოსმიერი), „ქისი-ხიხვი ქვევრი“ და „ქინძმარაული“ (შატო ნეკრესი), „რქაწითელი ქვევრი“ და „ხიხვი ქვევრი“ (ვაზიანი), „საფერავი“ (ქიმერიონი) და  „ტვიში“ და „საფერავი ქვევრი“ (წინანდლის ძველი მარანი).

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული