Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო 2017 წლის საერთაშორისო კონკურსებზე

ქართული ღვინო უკვე წლებია წარმატებით მონაწილეობს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კონკურსებში. ჩვენ არაერთი ოქრო (მათ შორის, რეგიონალური ოქროები და ე.წ. ოქროს ტროფეები) გვაქვს მოპოვებული ამ კონკურსებზე. არის კიდევ უფრო მეტი ვერცხლი და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ბრინჯაო.

წელსაც, ტრადიციულად, ბევრი ქართული კომპანია გააგზავნის ალბათ თავის ნიმუშებს საკუნკურსო მარათონებში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენი მოკლე საინფორმაციო წერილიც სწორედ ამას ეძღვნება, რამდენიმე მნიშვნელოვან კონკურსს და ჩატარების თუ შედეგების გამოცხადების თარიღებს.

Decanter World Wine Awards–ის კონკურსის შედეგები მაისში გახდება ცნობილი, ხოლო თავად ჟურნალში გამარჯვებულების სია, ღვინის დახასიათებითურთ, ივნისში გამოქვეყნდება. სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება Decanter Asia Wine Awards, რომელიც Hong Kong International Wine & Spirits Competition 2017–ის ფარგლებში ჩატარდება.

International Wine & Spirit Competition 2017 ნოემბერში მიაღწევს კულმინაციას, ამ დროს City of London Guildhall–ში საზეიმო ნადიმი გაიმართება გამარჯვებულების პატივსაცემად. სასიამოვნო სიახლეა ის, რომ IWSC–ზე წელს ახალი ნომინაცია, ახალი კატეგორია იქნება დამატებული – ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოები.

კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი კონკურსია International Wine Challenge, რომელიც მაისში, London Wine Fair–ის ფარგლებში ტარდება ხოლმე. საზეიმო ნადიმი, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, 6 ივლისს უნდა გაიმართოს ლონდონის ჰილტონში (Hilton Hotel, Park Lane, London W1K 1BE).

ქართველი მეღვინეები ასევე აქტიურად მონაწილეობენ ხოლმე Concours Mondial de Bruxelles–ზე, რომელიც წელს 24–ჯერ გაიმართება, ამდენად ესპანეთის ქალაქ ვალიადოლიდში, კასტილია ი ლეონის ღვინის რეგიონის ცენტრში.

აქვე უნდა ვახსენოთ გერმანული MUNDUS VINI, რომელიც სულ მალე, 19–21 მარტს წარადგენს თავის გამარჯვებულებს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ღვინის ბაზრობაზე, ProWein–ზე, დიუსელდორფში.

დაგვრჩა ჩინეთში დაგეგმილი რამდენიმე კონკურსი, და მათგან ორს გამოვყოფდით, პირველ რიგში ესაა China wine & spirits awards best value, რომლის გამარჯვებულებიც 20 თებერვალს გახდება ცნობილი და China wine & spirits awards. ამ კონკურსის შედეგები 28 აგვისტოს გამოცხადდება.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული