Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ქართული ღვინის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი იყო" - ქარვისფერი ღვინის ფესტივალი ვენაში

ოქტომბრის 23-ში ვენაში ქარვისფერი ღვინის დღესასწაული დადგა. ტრადიციული ქარვისფერი ღვინის ფესტივალი 2012 წლიდან იმართება ხან სლოვენიაში, ხან ვენაში, ხან კი იტალიაში. ოქტომბრის მიწურულს ავსტრიის დედაქალაქში 13 ქვეყნიდან 100-ზე მეტმა მეღვინემ წარმოადგინა ქარვისფერი ღვინო, მწარმოებლები იყვნენ სლოვაკეთიდან, სერბეთიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, ხორვატიიდან და ა.შ საქართველოდან კი 15-მდე ქართული მეღვინეობა იყო: “ფესტივალი ემსახურება ქარვისფერი ღვინის შესახებ ცნობადობის გაზრდასა და ამ ნიშური პროდუქციის პოპულარიზაციას ღვინის სფეროში. ფესტივალი მნიშვნელოვანია ახალი ღვინის მოყვარულთა მოზიდვის თალსაზრისითაც.” - ვკითხულობთ მთავარ გვერდზე.

ფესტივალის ორგანიზატორები სლოვენიელები არიან. როგორც ღონისძიებაზე 8 ქართული ღვინის კომპანიის წარმომადგენელი, აურიკა კროიტორი გვიამბობს, ბოლო წლებში საქართველოდან ძალიან ცოტა კომპანია იღებდა მონაწილეობას. როგორც ის აღნიშნავს, ხშირად ქართველი მეღვინეები ფესტივალზე დასასწრებად გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან ხოლმე, ფინანსური ხარჯები, ფიზიკურად დასასწრებად დროის უქონლობა, ენობრივი ბარიერი და ა.შ. ამის გამო კი ბევრი უარს ამბობს და შესაბამისად საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან ფესტივალზე ვერ იღებენ ხოლმე მონაწილეობას, როგორიც International Orange Wine Festival არის: „წელს მთლიანობაში 15-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მე კი 8 მეღვინეობა და მათი 13 ღვინო გავაცანი სტუმრებს. სლოვენიასთან შედარებით ავსტრიაში უფრო დიდი იყო დაინტერესება, უფრო მეტი ღვინის ექსპერტი და მოყვარული იყო. ცნობადობა საკმაოდ მაღალი იყო, ვინაიდან დასწრება ფასიანია, შესაბამისად სტუმრებს ასე თუ ისე წარმოდგენა უკვე წინასწარ ჰქონდათ შექმნილი. ხშირად მოდიოდნენ წიგნაკებით და ინიშნავდნენ თავიანთ აზრებს. ქართული ღვინის დახლებთან როცა მოდიოდნენ, უკვე იცოდნენ კონკრეტულად რომელი ღვინის გასინჯვა სურდათ.“ - გვიყვება აურიკა.

ფესტივალი 2012 წლიდან იმართება, როდესაც ბუნებრივად წარმოებული დაბალი ინტერვენციის ღვინოები ჯერ კიდევ ნიშური და უნიკალური პროდუქტი იყო. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ნატურალურ ღვინოებზე მოთხოვნის გაზრდის შემდეგ მომხმარებლისგან ამ ფესტივალის მიმართ ინტერესიც უფრო და უფრო გაიზარდა: „ღვინის მოყვარულები  ძალიან აქტიურად ეძებენ ანთენტურ და ნატურალურ ღვინოს, ეძებენ ვაზის ჯიშისა და ტერუარის ნამდვილ გამოხატულებას: „ზოგი პირველად სინჯავდა ქართულ ღვინოს, ზოგი უკვე საქართველოშიც კი ბევრჯერ იყო ნამყოფი და აღფთოვანებული ელოდებოდა როდის გავასინჯებდით ჩვენს პროდუქტს. ინტერესდებოდნენ კონკრეტული მეღვინეობებითაც,

მიუხედავად იმისა, რომ ქართული სამზარეულო ფესტივალზე წარმოდგენილი არ ყოფილა, კროიტორი აღნიშნავს, რომ ქართული ტკბილეულის, ჩურჩხელის, ჩირისა და ტყლაპის ასორტი სტუმრებს ძალიან მოეწონათ: „ძალიან მოსწონდათ ქართული ტკბილეული, ჩურჩხელით განსაკუთრებით აღფთოვანდებოდნენ ხოლმე“ - გვიყვება აურიკა და დასძენს, რომ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვა ქვეყნის მეღვინეობებიდან ძალიან ხშირად მიდიოდნენ ქართულ დახლებთან და ჩვენი ქვეყნის ღვინოებს მართლაც დიდი ინტერესით ეცნობოდნენ: „ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ქართული ქარვისფერი ქვევრის ღვინო საერთოდ სხვა სამყაროდან არის, განსაკუთრებული არომატები და გემური მახასიათებლები აქვს,“

მიუხედავად იმისა, რომ 8 ქართულ მეღვინეობას აურიკა წარმოადგენდა, თავად აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის ფესტივალებსა და ღონისძიებებზე მეღვინე ესწრებოდეს და უფრო დაზუსტებით უხსნიდეს სტუმარს ღვინის მახასიათებლებს: „არის ისეთი კითხვები, რაზედაც შეიძლება წარმომადგენელმა პასუხი ვერ გასცეს. ბევრს აინტერესებს რა წესით მზადდება ღივნო, როდის დაიკრიფა ყურძენი, რა მდგომარეობაში იყო, ჭაჭაზე რამდენ ხანს გაჩერდა და ა.შ. აქ ინფორმაციის ძალიან პროფესიული გაცვლა ხდება, რაც ძალიან მნიშვნელვოანია ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლების მიზნითაც“ - აღნიშნავს აურიკა.

საქართველოდან წარმოდგენილი იყო  „ანაპეა“, „ანგურა“, „კონდოლი“, Kokhta Wine, ზურაბ კვირიაშვილის მარანი, Casreli Winery, DoReMi Wine, „მელიტონი“, „რტონი“, „ლაგვინარი“.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული