Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იშვიათი ღვინოები და მათი კოლექციონერი

დევიდ პარკერი მსოფლიოს ერთ-ერთვი ყველაზე ცნობილი იშვიათი ღვინოების კოლექციონერია, რომელიც მათი გაყიდვითაცაა დაკავებული. ცოტა ხნის წინ ის ნიუ იორკში საკოლექციო ღვინოების აუქციონშიც მონაწილეობდა.

ამ აუქციონზე მსოფლიოს ერთ-ერთი უიშვიათესი ღვინო, 1978 წლის კაბერნე სოვინიონი (Diamond Creek Lake Cabernet Sauvignon) იყო წარდგენილი. დევიდ პარკერი Benchmark Wine Group-ის აღმასრულებელი დირექტორია. იგი იშვიათი ღვინოების შეგროვებით არამხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოშია ცნობილი. მისი ორგანიზაციაც ამ საქმიანობას ეწევა, განსაკუთრებით ცნობილ იშვიათ ღვინოებს შორის, მათ გაყიდული აქვთ 1990 წლის რომანე კონტი (DRC Romanée Conti ($27,999), 2010 წლის შევალ ბლანი ($1,350) და 1989 წლის ო ბრიონი ($2,849).

ორი ათწლეულის განმავლობაში ღვინის ორგანიზაციის წარმატება ფაქტობრივად ვერც ერთმა კონკურენტმა ვერ გაიმეორა.

ორგანიზაცია Benchmark Wine Group 2002 წელს დაარსდა. მთავარი მიზანი იშვიათი ღვინოებით საცალო ვაჭრობაა. ისინი კერძო მფლობელებისგან საკოლექციო ღვინოებს ყიდულობენ და მომხმარებლამდე მიაქვთ. სულ ცოტა ხნის წინ მათ იმპორტი გააფართოვეს.

კომპანიის მარაგში დაახლოებით 12 000 ღვინოა, აქედან მომხმარებლისთვის 6 000-ია ხელმისაწვდომი. ღვინოების უმეტესობა 12-15 წლის დაძველებითაა, ნაწილი კი 40 წელზე მეტისაც.

თავად პარკერის კარიერა სილიკონ ველის ინჟინრობიდან დაიწყო, ბოლოს კი, როგორც უწოდებენ, „ღვინის მონადირეობით“ დასრულდა. მას აფასებენ, როგორც გამორჩეულად გონიერ და რაციონალურ ბიზნესმენს, რაც მის საქმიანობას ძალიან ეხმარება. ყველაფერი 2002 წელს ერთ-ერთი ღვინის ჟურნალის აქციების შეძენით დაიწყო და თავისი ბიზნესი ასე განავითარა. ერთ-ერთი

ყველაზე ძვირადღირებული ღვინო, რაც მას გაუყიდია, 1727 წლის გერმანული თეთრი Bremer Ratskeller Rüdesheimer Apostelwein-ია, რომლის ღირებულებაც $15 000 შეადგენდა. ამ ღვინის შესყიდვა დიდ ბიუროკრატიასთან იყო დაკავშირებული, რასაც პარკერმა თავი წარმატებით გაართვა.

Benchmark-ს ასევე აქვს შეთანხმება CellarTracker-თან, ღვინის ინვენტარიზაციის აპლიკაციასთან, რაც მათ კოლექციონერებთან მარტივად დაკავშირების საშუალებას აძლევს. ეს საკმაოდ რთული პროცესია - სასურველი ღვინის აღმოჩენა არ ნიშნავს, რომ მფლობელი მას მარტივად დათმობს. თუმცა, პარკერს თავისი კომპანიის წარმატება და პოპულარობა ძალიან ეხმარება.

ნიკოლო მალტინტიზე, Marchesi Antinori-ის ბრენდის ელჩზე, სწორედ ამან მოახდინა შთაბეჭდილება და პარკერის კომპანიასთან გადაწყვიტა თანამშრომლობა.

სამწუხაროდ, ბოლო აუქციონზე პარკერმა სასურველი ღვინოები ვერ მოიპოვა. მისი სახელი და ცნობადობა აუქციონზე დაწესებულ მაღალ ფასთან შედარებით, საკმარისი არ აღმოჩნდა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული