Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფრანგი სომელიეს ტრენინგი საქართველოში

ამ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის საელჩოს, ფრანგული ინსტიტუტის, კომპანია ,,თამადასა" და ჯი-ვი-ეს-ის ორგანიზებით საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ფრანგი ღვინის ექსპერტი, სომელიე მარი ბორდიე. მისი ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს რეგიონებში, კერძოდ კი კახეთში, ბათუმსა და თბილისში, ტრენინგის - Wine Waiting Training - ჩატარება. ქალბატონი ბორდიეს ტრენინგებს ესწრებოდნენ ღვინის კომპანიების, ტურისტული ბიზნესისა და რესტორნების წარმომადგენელები. საინტერესოა, რომ ფრანგ ღვინის ექსპერტს თავად აქვს საოჯახო მარანი შაბლიში და პრემიერ კრუს კატეგორიის ღვინოებს აწარმოებს. მარი ბორდიეს ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემებს: ღვინის დაყენების, შენახვისა და დაძველების ზოგადი ტექნოლოგია, ღვინის სერვირება, დეგუსტაცია და კერძთან შეხამება. ტრენინგის მონაწილეებს ჩაუტარდათ სპეციალური სავარჯიშოები (მაგ. ყნოსვითი, გემოს შეგრძნებითი), რაც დეგუსტაციის პროცესის აღქმის აუცილებელ ელემენტებს წარმოადგენს. ტრენინგის დამსწრეები გაეცნენ აგრეთვე საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის - შალვა ხეცურიანის - პრეზენტაციას, რომელიც ქართული ღვინის ისტორიის, მეღვინეობის რეგიონების, ქართული ვაზის ჯიშური მრავალფეროვნებისა და ა.შ. საკითხებს ეხებოდა. ტრენინგის მიმდინარეობისას სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჯიშისა და სახეობის ოცდაათამდე ღვინო. ტრენინგის მონაწილეები სპეციალურ ფურცლებზე აღნიშნავდნენ თითოეული ღვინის მახასიათებლებს და შემდეგ ფრანგ სომელიესთან ერთად განიხილავდნენ შედეგებს. ტრენინგის ბოლო, მესამე დღე ღვინისა და კერძის შეხამებას დაეთმო. საინტერესოა, რომ ქალბატონმა ბორდიემ თავისი მარნის შარდონეც მოიტანა დასაგემოვნებლად, ტრენინგის მონაწილეებმა კი საკუთარი კომპანიების საუკეთესო ღვინოები შემატეს სადეგუსტაციო ნიმუშებს, რამაც პროცესი კიდევ უფრო მრავალფეროვანი, სახალისო და სასიამოვნო გახადა. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა მადლიერება გამოხატეს ფრანგი სომელიესა და ტრენინგის ორგანიზატორების მიმართ და ერთხმად აღნიშნეს, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები აუცილებელია, რადგან დიდ გამოცდილებას სძენს ღვინის სფეროში მომუშავე ადამიანებს.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული