Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ახალი ღვინის ფესტივალი 2022“-ში მონაწილე საოჯახო მარნების ღვინოების მიღება დასრულდა

ახალი ღვინის ფესტივალისთვის საოჯახო მარნების ღვინოების მიღება 22 აპრილს დასრულდა.

„ახალი ღვინის ფესტივალი 2022“ წელს 14 მაისს გაიმართება. ფესტივალს, ტრადიციულად, მთაწმინდის პარკი უმასპინძლებს. ფესტივალის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო და ქალაქ თბილისის მერია, საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი ჯი.ვინო/G.Vino, ღვინის მაღაზიათა ქსელი “8000 მოსავალი“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და „ლეპერტი“.

უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად დაგეგმილია საქველმოქმედო აქცია. გაიხსნა ანგარიში, სადაც ყველა მსურველს შეეძლება ჩარიცხოს თანხა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. გარდა ამისა, „ახალი ღვინის ფესტივალის“ ფარგლებში (რამდენიმე კვირის განმავლობაში) გაიმართება აქცია, საიდან შემოსული თანხაც მთლიანად ჩაირიცხება უკრაინის დახმარების ფონდში. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

ფესტივალში 60 ღვინის კომპანია - დიდი, საშუალო და მცირე მარანი მიიღებს მონაწილეობას, ასევე შვიდი სხვა კომპანია (ღვინის აქსესუარები).

ახალი ღვინის ფესტივალი 2022-ში მონაწილე საოჯახო მარნები ტრადიციულად დეგუსტაციის წესით შეირჩევიან.

წელს საოჯახო მარნების 331 ნიმუში შემოვიდა. მათ შორის, ტრადიციულად, კახეთის რეგიონი ლიდერობს, რომელსაც ქართლი მოჰყვება, შემდეგ კი - იმერეთი.

შემოსულ ნიმუშებს შორის სხვადასხვა რეგიონის იშვიათი ჯიშებიცაა - სხილათუბანი, მცვივანი, თეთრი რკო, შავი რკო, ჯანი, მტევანდიდი, თეთრი კამური, დანახარული და სხვ.

დეგუსტაციის შედეგად შერჩეული საოჯახო მარნების საბოლოო სია ფესტივალამდე დაახლოებით 10 დღით ადრე გახდება ცნობილი.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული