Home
ქართული | English
ივლისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აშშ-ს ბაზარი - “ქართული ღვინო” – სამოქმედო გეგმა 2020

აშშ ალბათ ყველაზე დიდი პერსპექტივების მქონე ბაზარია ქართული ღვინისთვის, ბაზარი, რომლის შესაძლებლობებსაც ჩვენ სამწუხაროდ ნაკლებად ვიყენებთ. “ღვინის ეროვნული სააგენტოს” მიერ მომზადებულ 2020 წლის სამოქმედო გეგმაში აშშ-ს განსაკუთრებული ადგილი ეთმობა და მთავარ მიზნად ექპორტის 100%-თ გაზრდაა დასახული.

2019 წლის 10 თვის მდგომარეობით აშშ-ში ექსპორტირებულია 603,762 ბოთლი ღვინო, რაც მართალია 51 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს რაოდენობა მაინც არ შეესაბამება იმ შესაძლებლობებს, რასაც აშშ-ს ბაზარი გვპირდება. ერთი ბოთლი ქართული ღვინის საშუალო ფასი საკმაოდ მაღალია აშშ-ში (5,1$), რაც წელს თანხებშიც გამოიხატა (3,071,519$) და ეს თანხა განუხრელად იზრდება ბოლო წლების მანძილზე. მაგ. 2009 წელს ერთი ბოთლი ქართული ღვინის საშუალო ფასი 3,5$ იყო. შემდეგ, 2016 წლამდე გარკვეული კლება იყო ამ მიმართულებით. 2014 წელს, ფასი 2,6$-მდე დაეცა, თუმცა 2016-2017 წლები გარდამტეხი აღმოჩნდა ამ თვალსაზრისით. კლება იყო იმ წლებში რაოდენობის მხრივაც. თუკი 2009-ში 407,296 ბოთლი გავიდა, 2014-სთვის ეს ციფრი 189,528-მდე დავიდა, თუმცა აღმასვლა უკვე 2015 წლიდან დაიწყო.

აშშ-ს ღვინის ბიზნესში მთლიანი ბრუნვა 68 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ დროისთვის წელიწადში 3,654,000,000 ლიტრს მოიხმარენ ქვეყანაში, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე ღვინის მოხმარება საკმაოდ მაღალია - 11,9 ლიტრი. ჩინეთისგან გნსხვავებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, იმპორტიორთა ათეულში ვერ ვხვდებით, აქ იტალია, საფრანგეთი და ახალი ზელანდია ლიდერობენ. იმპორტირებული ღვინო მხოლოდ 26%-ს შეადგენს აშშ-ში, დანარჩენი 74% ადგილობრივია. სადისტრიბუციო არხებს რაც შეეეხება, ღვინის 28% On-trade იყიდება (ბარები, რესტორნები, სასტუმროები), 72% კი Off-trade (სუფერმარკეტები და სპეციალიზებული მაღაზიები). აღმოსავლთ სანაპიროზე ყველაზე დატვირთული რამდენიმე შტატია, მათ შორის, ნიუ ჰემპშირი, ნიუ ჯერსი, ვერმონტი, მასაჩუსეტსი, სამხრეთით - ფლორიდა და ა.შ. უმთავრესი ღვინის ქალაქებია - ნიუ იორკი, ბოსტონი, ფილადელფია, ვაშინგტონი, მაიმი, ორლანდო, ტამპა. დასავლეთ სანაპიროზე კი რა თქმა უნდა კალიფორნია, ორეგონი, ნევადა და ვაშინგტონი ლიდერობენ, მთავარი ღვინის ქალაქებით - სან ფრანცისკო, ლოს ანჯელესი, დენვერი, სიეტლი, პორტლენდი.

ქართული ღვინისთვის აშშ-ს ბაზარზე მთავარი ამოცანაა ქვევრის ღვინოსა და საფერავზე ფოკუსირება, რადგან სწორედ ეს ორი ფაქტორი აღმოჩნდა ყველაზე ეფექტური ამ ბაზარზე ჩვენი ღვინის დამკვიდრებისთვის. ძირითადი ფოკუს ჯგუფებია სომელიეები და მედია, რადგანაც ცნობადობის თვალსაზრისით აშშ-ში ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სომელიეს მიერ შერჩეული ღვინო Off-trade განსაზღვრავს რა ღვინო გაიყიდება On-Trade. ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი ჩვენთვის ისიც გახლავთ, რომ ე.წ. „მცირე მწარმოებლის ღვინო“ ყველაზე პოპულარული ტენდენციაა ამჟამად აშშ-ში. მიუხედავა იმისა, რომ აშშ-ში 60 000 დან 600 000 ბოთლის წარმადობის მქონე მარნებს უწოდებენ მცირე მწარმოებელს, ქართველი მცირე მარნები (ამერიკაში ასეთებს ლიმიტირებული წარმოება ჰქვიათ) კარგად იკიდებენ ფეხს ბაზარზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ქართული ღვინის არსებული იმპორტიორების მხარდაჭერა, რომლებიც ბოლო წლებში აქტიურად ეწევიან ჩვენი ღვინის პოპულარიზაციას აშშ-ში, მართავენ დეგუსტაციებსა და სხვადასხვა ღონისძიებას.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული