Home
ქართული | English
მაისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აშშ-ში ექსპორტის ზრდასთან ერთად Wines of Georgia მნიშვნელოვან ღონისძიებებს აანონსებს

Wine Industry Advisor წერს, რომ საქართველო  TEXSOM-ის (Texas Sommelier Conference) კონფერენციას შეუერთდება აგვისტოში, ნიუ-იორკში კი გრანდ დეგუსტაციები და მასტერკლასები იგეგმება სექტემბრისთვის. ღონისძიებები მიზნად ისახავს ღვინის ინდუსტრიის ძირითადი მოთამაშეების ჩართვასა და ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლებას მით უმეტეს მაშინ, როცა აშშ ქართული ღვინისთვის ძალიან სტრატეგური ბაზარია. 

ივლისის პირველი ღონისძიება ფოკუსირებული იქნება იმპორტიორებსა და მათ დისტრიბუტორ პარტნიორებზე, ეს მოიცავს მასტერკლასებს ქართული ღვინის შესახებ, რომელსაც Wines of Georgia-ს კამპანიის ელჩი კრისტი კენტერბერი გაუძღვება, ასევე იქნება ვიზიტები ღვინის საწარმოებში, რომელთა ღვინოებიც ან უკვე იმპორტირებულია, ან ჯერ არ არის აშშ-ს ბაზარზე. აგვისტოში ღვინის საცალო მყიდველებისთვის საქართველოში ვიზიტს ისევ კრისტი კენტერბერი უხელმძღვანელებს, რომელიც ღვინის დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებს საქართველოს ძირძველი ვაზის ჯიშებსა და ღვინოებს უფრო უკეთ გააცნობს.

უკვე მეორე წელია, Wines of Georgia TEXSOM-ში იღებს მონაწილეობას, რათა წარმოაჩინოს ქვეყნის ღვინისა  და მწარმოებლების მრავალფეროვნება. 27-29 აგვისტოს TEXSOM-ის კონფერენციაზე, Wines of Georgia  დეგუსტაციის ფარგლებში “ასკანელის”, “შატო მუხრანის”, “თელავის ღვინის მარნის”, “მწვანე ისთეითის”,  Schuchmann Wines Georgia, “შილდას” თბილღვინოსა” და “ვაზიანის” ღვინოებს წარმოადგენს.

გრანდიოზული დეგუსტაცია და მასტერკლასები, რომლებიც სექტემბრის ბოლოს ნიუ-იორკში გაიმართება, აშშ-ში პირველი ასეთი ღონისძიება იქნება საქართველოსთვის: “ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა მედიისთვის და ღვინის ვაჭრობით დაინტერესებული პირებისთვის, დაუკავშირდნენ ქართველ მწარმოებლებსა და მეღვინეებს პირადად, ასევე შეიტყონ მეტი ქვეყნისა და მისი რეგიონების, უძველესი ღვინის კულტურისა და მისი ტერუარების შესახებ” - ვკითხულობთ Wine Industry Advisor-ზე. 

ავტორი წერს, რომ 2022 წელს ღვინის მოხმარება გლობალურად შემცირდა და საქართველოზეც ღვინის ექსპორტზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომმა, მაღალმა ინფლაციამ და გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ. ამ დაბრკოლებებმა გაზარდა წარმოების ხარჯები, რამაც თავის მხრივ ღვინის საცალო ფასის ზრდა გამოიწვია. მთლიანობაში, ექსპორტი შემცირდა, ექსპორტირებული ღვინის საშუალო ფასი 15%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით, რის შედეგადაც მთლიანი საექსპორტო შემოსავალი 2022 წელს შეადგენდა 36,6 მილიარდ ევროს (39,9 მილიარდი აშშ დოლარი), რაც აქამდე რეკორდული მაჩვენებელია.

გასულ წელს საქართველომ 65 ქვეყანაში 107,3 მილიონი ლიტრი ღვინო გაიტანა, რაც წინა წელთან შედარებით 28%-ით მეტია. ქართული ღვინის ექსპორტის 73% წითელ ღვინოს შეადგენდა, ხოლო ექსპორტის 31% PDO ღვინოებია. ექსპორტიდან მიღებული მოგება 252,5 მილიონი დოლარი იყო, ერთი ლიტრი ღვინის საშუალო ფასი კი 2,40$.   

ღვინის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის სტატისტიკის მიხედვით, ქართული ღვინის ექსპორტი ძირითად ბაზრებზე მთლიანობაში 15%-ით გაიზარდა, აშშ-ში 28%-ით, პოლონეთში - 32%-ით, გერმანიაში - 34%-ით, იაპონიაში 68% და ბალტიისპირეთის ქვეყნებში - 23%-ით. ქვეყნიდან ექსპორტზე გასული ღვინოების ყველაზე მაღალი საშუალო საცალო ფასი იყო იაპონია და აშშ, შესაბამისად 5,90 და 5,30 აშშ დოლარი.  

2022 წელს აშშ-ში 1 324 710 ბოთლი (750 მლ) ქართული ღვინო გაიგზავნა, რაც წინა წელთან შედარებით 28%-ით მეტია.  ექსპორტის 56% წითელი ღვინო იყო, 29% თეთრი, 10% ქარვისფერი, 3% ვარდისფერი და 2% ცქრიალა ღვინოები, რომლებიც მთლიანობაში 150 ღვინის მწარმოებელი კომპანიისგანაა.  2021 წელს 4,93 მილიონი დოლარიდან ექსპორტის მთლიანმა შემოსავალმა 5,29 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. სტატიას გაეცნობით wine Industry Advisor-ზე.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული