Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო ქართლიდან: კაპისტონის მეღვინეობა Wine Review-ზე

International Wine Review 2005 წლიდან გამოდის და აქ ღვინის მწერლები და ექსპერტები ყოველკვირეულად წერენ სხვადასხვა ღვინისა და მარნის დახასიათებებს. საქართველოს ავტორი დონ ვინკლერი გასულ წელს ესტუმრა, მას შემდეგ მკითხველს ხშირად სთავაზობს ახალ-ახალ სტატიებს, სადაც ისინი კიდევ უფრო დეტალურად ეცნობიან ქართულ ღვინოს და მის თვისებებს. ამჯერად ავტორი კაპისტონის მარანზე წერს, აქ 2018 წლიდან ნატურალური ქვევრის ღვინოს აწარმოებენ. 

კაპისტონის მარანში 58 ქვევრია და წელიწადში დაახლოებით 50 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებენ, ნიკო ჩოჩიშვილი მეშვიდე თაობის წარმომადგენელია მის ოჯახში, სადაც ღვინოს აწარმოებენ. ნიკოლოზი იქამდე, სანამ მეღვინე გახდებოდა, აშშ-ში არმიის კაპიტამი იყო. შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ოჯახური წარმოება გააგრძელა. ავტორი აღნიშნავს იმასაც, რომ “კაპისტონის” ღვინოებს ნიუ-იორკშიც შეხვდებით, სხვადასხვა ღვინის ბარსა და რესტორნებში. 

შემდეგ ავტორი “კაპისტონის” რჩეული ღვინოების დახასიათებებს უზიარებს მკითხველს. პირველ რიგში წერს 2019 წლის რქაწითელზე - “საშუალოდ სხეულიან ქარვისფერ ღვინოში იგრძნობთ გარგრისა და კომშის არიმატებს. გემოზე სასიამოვნო მჟავიანობასა და ხანგრძლივ დაბოლოებას. გემრიელი, მშრალი ღვინოა ფორთოხლის სასიამოვნო ნოტებით”.

შემდეგია 2020 წლის ქართლის ჩინებული - მასში ვაშლისა და თაფლის არომატებს უფრო იგრძნობთ. ჩინებული ცნობილია თავისი მჟავიანობით, ღვინოს ცინცალი არომატები აქვს და ახასიათებს მანდარინის სურნელიც.

გორული მწვანე, 2021 - ყვავილებისა და გარგრის არომატები აქვს. არის რბილი, ხავერდოვანი სტრუქტურითა და სასიამოვნო ნოტებით. 

კუნძა გურია, 2021 - შეფერილობა საშუალოდ ქარვისფერი აქვს. უფრო მეტად ციტრუსებუს სურნელი აქვს, ძალიან სასიამოვნოდ დასალევია, დაბალანსებული მჟავიანობითა და ტანინების დაბალი დონით.

მუხამწვანე, 2021 - ცოტა მუქი ფერის ქარვისფერი ღვინოა, ძალიან სავსეა არიმატებით, გამორჩეულია ფორთოხლის მშრალი კანის ნოტებით, ნიგვზისა და სანელებლების სურნელით. 

დანახარული, 2021 - აქვს ცინცხალი სურნელება, ხანგრძლივი დაბოლოება და სუფთა არომატები. მასში განსაკუთრებით იგრძნობთ ქლიავისა და კენკრის ნოტებს.

ბოლო კი 2020 წლის ბუდეშური საფერავია - გამოირჩევა შავი კენკრის, ჟოლოს, მოცვის ნიტებით. არის ძალიან მდიდარი დაბოლოებით, სხეულიანი და კომპლექსური ღვინო. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.