Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

31 ჯილდო International Wine and Spirit Competition 2023-ზე

International Wine and Spirit Competition მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი კონკურსია, რომელიც 1969 წლიდან იმართება. მკაცრი ბრმა დეგუსტაციისა და ანალიზის შემდეგ საუკეთესო ღვინოები ჯილდოსთან ერთად საერთაშორისო აღიარებასაც მოიპოვებენ. წელს 120-ზე მეტი წამყვანი ექსპერტი შეიკრიბა ლონდონში, რათა 98 ქვეყნის 4100-ზე მეტი ნამუშევარი შეეფასებინათ. 
 ორქოს მედლით 379 სასმელი დაჯილდოვდა, იყო 1417 ვერცხლისა და 1512 ბრინაოს მედალი. შოტლანდიური ვისკი კვლავ წარმოუდგენლად გამორჩეული კატეგორიაა, მთლიანობაში 24 საუკეთესო (Outstanding gold) და 104 ოქროს მედალოსანი ვისკი გამოვლინდა. IWSC-ის უმაღლესი ჯილდოს მედლის მისაღებად სასმელს 98 ქულა უნდა მიენიჭოს. კონკურსზე საკმაოდ პოპულარული იყო თეთრი, ცქრიალა ღვინოები. ალკოჰოლურ სასმელებს შორის კი არაყი , რომელმაც საკმაოდ დიდი რაოდენობით ჯილდო დაიმსახურა წლევანდელ კომნკურსზე. 

IWSC-ის კონკურსის გარდა საქველმოქმედო ორგანიზაციაც აქვს, რომელიც 2018 წელს დაარსდა. ფონდი იმ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და ორგანიზაციებს აფინანსებს გრანტით, რომლებიც მათ გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. შარშანდელთან შედარებით წელს უფრო მეტმა ღვინომ მიიღო კონკურსში მონაწილეობა. 

ინგლისს, კანადას, ავსტრალიასა და იტალიას შორის საქართველომაც მიიღო მონაწილეობა და კონკურსში 31 ჯილდო მოიპოვა. მათ შორისაა 1 ოქრო, 9 ვერცხლი და 21 ბრინჯაო.  ცქრიალა ღვინის კატეგორიაში საფრანგეთმა გაიმარჯვა 9 ოქროს მედლით. მათი უმეტესობა შამპანური იყო, ძირითადი 2008 წლის, რომელიც მდიდარ, ძალიან არომატულ ღვინოებად დაასახელეს. ახალი ზელანდიისთვისაც კონკურსი წარმატებული აღმოჩნდა, მთლიანობაში 200-მდე ღვინომ მოიპოვა ჯილდო. ავსტრალიური მხოლოდ 6 ღვინო დაჯილდოვდა ოქროთ მთლიანობაში კი 350 მედალი მოიპოვა. ქართული ოქროს მედალოსანი ღვინოა “კორპორაცია ქართული ღვინის” "აკიდო",  მუკუზანი 2021.

ვერცხლი:

“ქართული ვაზისა და ღვინის კომპანია”, საფერავი

“ვისმინო”, ცოლიკოური, 2020

Mtsvane Estate, სვირი

“თამადა”, ქვევრი 2015

Vine Ponto, ქისი, 2018

“კორპორაცია ქართული ღვინო”, 
უმანო, 2020

“აკიდო”, საფერავი, 2021

Georgian Wines, ქისი, 2021

Vine Ponto, საფერავი, 2020

ბრინჯაო

Tifliski Vini Pogreb LTD, ცქრიალა როზე

“აკიდო”, საფერავი, 2020

Georgian Wines & Spirits Company, თამადა, Grand Reserve, 2014

“უმანო”, ქვევრის რქაწითელი, 2020

Tiflis Wine Cellar, Tamada Grand Reserve 2014

“უმანო”, ქვევრის რქაწითელი, 2020

Tiflis Wine Cellar, ნახევრად ტკბილი როზე

კორპორაცია ქართული ღვინო, “უმანო”, ქვევრის რქაწითელი 2020

Georgian Legend LLC, ქართული ლეგენდა, ქვევრის საფერავი

Georgian Legend, ერისიონის 
რეზერვები, საფერავი, 2018

აკიდო”, მუკუზანი, 2020

Georgian Wines & Spirits Company თამადა, Grand Reserve 2015

“ვინე პონტო”, საფერავი-კაბერნე სოვინიონი, 2020

“ვისმინო”, კრახუნა, 2020

“აკიდო”, ქინძმარაული, 2022

“ვისმინო”, ხიხვი-სოვინიონ გრი, 2020

“უმანო”, ხიხვი, 2017

Georgian vine and Wine Company Rustaveli, საფერავი ქვევრი

“ვისმინო”, საბერნე-კაბერნე ფრანკი, 2018

Tiflis Wine Cellar, Georgian Brut, 
თეთრი ცქრიალა ღვინო

P.I, ბაგრატიონი

Georgian vine and Wine Company Rustaveli, ქისი ქვევრი, 

“ამოსა”, კუვე ცოლიკოური-ქისი, 2021

აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინოები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში და მათ შესახებ ცნობადობაც თანდათან იზრდება. უფრო მეტ ადამიანს ესმის ქართული ღვინისა და ჩვენი ღვინის კულტურის შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს საექსპორტო ღვინის ბაზარზე დამკვიდრების კუთხით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.