Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

13 მაისი, "ახალი ღვინის ფესტივალი 2017"-ის პროგრამა

13 მაისს ახალი ღვინის ფესტივალი ჩატარდება მთაწმინდის პარკში (11:00 – 18:00 საათი).

11:00-დან 18:00 საათამდე მცირე / ოჯახური, საშუალო და დიდი მარნები საქართველოს ყველა რეგიონიდან ფესტივალის სტუმრებს წარუდგენენ 2016 წლის მოსავლის ღვინოებს. სტუმრებს მთელი დღის მანძილზე საშუალება ექნებათ იგემონ საუკეთესო ღვინოები.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

ფესტივალი ტრადიციულად დაიწყება ქვევრის საზეიმო გახსნით. 

ფესტივალის მუსიკა: რეზო კიკნაძის ჯაზ–ბენდი, „ბენდი ნალი“ და ფოლკლორული ანსამბლი "დიდგორი", ხონის სახალხო სასულე ორკესტრი.

ფესტივალზე გათამაშდება 8 ცალი 10 ლიტრიანი საუკეთესო საფერავით სავსე სასაჩუქრე კასრი. ფესტივალზე სადეგუსტაციო ჭიქის შეძენისას გადმოგეცემათ გათამაშების ბილეთი, რომელიც უნდა ჩააგდოთ ქვევრში. 13:10, 14:10, 15:10, 16:10 საათზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები ქვევრიდან შემთხვევითობის პრინციპით ამოღებული ბილეთით.

ღვინის კლუბის ჯილდო „ელიბო“-ს საზეიმო გადაცემა ღვინის კომპანიებისთვის.

ფესტივალზე  მოსულ სტუმრებს, Giffer -ის სტენდებთან, საშუალება ექნებათ გადაიღონ სამახსოვრო მოძრავი ფოტოები და პირდაპირ ფესტივალის ადგილიდან გააზიარონ.

ფესტივალზე გაიმართება ტრადიციული და თანამედროვე ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ საკუთარი ხელით შექმნან თიხის ნაკეთობები.

ახალი ღვინის ფესტივალი 2017-ის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო, ქ. თბილისის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს რადიო უცნობი, რადიო JAKO FM, "მარანი" (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ფესტივალის მხარდამჭერია Caucasus Journey, Giffer.

პროგრამა:

11:00 ფესტივალის დაწყება

11:30 მუსიკა: ნალი ბენდი

12:00 ფესტივალის საზეიმოდ გახსნა, ქვევრის გახსნა

12:30 მუსიკა: დიდგორი

13:10 ღვინით სავსე კასრის გათამაშება

13:15 ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილე ოჯახური მარნების დაჯილდოვება

13:30 ხონის სასულე ორკესტრი

13:30 მუსიკა: რეზო კიკნაძის ჯაზ-ბენდი

14:10 ღვინით სავსე კასრის გათამაშება

14:00 მუსიკა: ნალი ბენდი

14:30 ღვინით სავსე კასრის გათამაშება

14:30 ხონის სასულე ორკესტრი

15:10 ღვინით სავსე კასრის გათამაშება

15:30 ღვინის კლუბის ჯილდო „ელიბო“-ს საზეიმო გადაცემა ღვინის კომპანიებისთვის.

15:30 მუსიკა: რეზო კიკნაძის ჯაზ-ბენდი

16:10 ღვინით სავსე კასრის გათამაშება

17:30 მუსიკა: დიდგორი

18:00 ფესტივალის დახურვა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული