Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

10 ჯილდო - Asia Wine Trophy-ის შედეგები

4300-ზე მეტი წარდგენილი ღვინით ყოველ დეგუსტაციაზე, Asia Wine Trophy აზიის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი OIV (International Organisation of Vine and Wine) კონკურსია. მას ესწრებიან ექსპერტები ძირითადად ყველა იმპორტიორი ქვეყნიდან და ყოველწლიურად აფასებენ ღვინის ხარისხს, აზიის მიმართ ინტერესი კი სულ უფრო და უფრო იზრდება. წელს 140 ექსპერტი იყო მთელი მსოფლიოდან, რომელთაც მთლიანობაში 4300-ზე მეტი ღვინო შეაფასეს 34 ქვეყნიდან.

დიდი დეგუსტაციის გარდა, სადაც AWT-ზე წარმოდგენილ ღვინოებს პროფესიონალები აფასებდნენ, გაიმართა აზიის ექსპორტიორთა და იმპორტიორთა კომფერენციაც. პრეზენტაცია, სემინარები, ბაზრის ანალიზი და სხვა მნიშვნელოვანი საინფორმაციო სესიები 10 სხვადასხვა ოთახში გაიმართა.

კორეის ქალაქ Daejeon-თან თანამშრომლობის წყალობით, ყველა ღვინო, რომელიც წარდგენილი იყო Berliner Wine Trophy- ზე  ან Portugal Wine Trophy- ზე , შეიძლება დარეგისტრირებულიყო ასევე Asia Wine Trophy-ზე დამატებითი ხარჯების გარეშე. გამარჯვებული ღვინოები წახალისდება სხვადასხვა დეგუსტაციაზე და გაშუქდება ისეთი მნიშვნელოვანი მედია საშუალებების მიერ, როგორიცაა Korean Media Report, Asia & Europe wine Professional media და ა.შ. 

ჟიურის წევრების 60% აზიის ქვეყნებიდან იყვნენ, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ტაივანიდან და ტაილანდიდან, თუმცა ღვინოები ქართველმა ღვინის მცოდნეებმაც შეაფასეს, მათ შორის აურიკა კროიტორია: “წელს Asia WIne Trophy-ს და ქ. დიჟონში ღვინის გამოფენის მასპინძელი ქვეყანა იყო საქართველო. ღვინის კონკურსზე რამოდენიმე ჟიურის წევრი იყო საქართველოდან. ღვინის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა ქართული კლასიკური ღვინის მასტერკლასი და სტუმრებმა პირველად დააგემოვნეს 4 ქართული ღვინის კომპანიის 7 სახეობის კლასიკური ღვინო.  წელს პირველად, წინა წლებისგან განსხვავებით საქართველო გავაცანით როგორც 500-ზე მეტი ენდემური ვაზის ჯიშის ქვეყანა, სადაც იწარმოება ხარისხიანი კლასიკური (ევროპული) ღვინო ჩვენი ენდემური ჯიშებისგან. საკმაოდ საინტერესო და ინფორმატიული იყო ეს მასტერკლასი. თითქოს ახლიდან გაიცნეს საქართველო როგორც ღვინის ქვეყანა და საკმაოდ მასტერკლასს ესწრებოდნენ როგორ მედიის წარმომადგენლები ასევე იმპორტიორები. გარდა ამისა, USAID Georgia-ს პროექტის ფარგლებში მოეწყო ქართული ღვინის ვახშამი რომელსაც ესწრებოდა 15 ღვინის კომპანია და 30მდე კორეელი იმპორტიორი. სტუმრებს ჰქონდათ საშუალება დაეგემოვნებინათ სხვადასხვა კომპანიის ქვევრის და კლასიკური ღვინოები. საკმაოდ დიდი ინტერესი იყო ქართული ღვინის მიმართ და ვფიქრობ რომ ყველა ეს ჩატარებული ღონისძიება კარგ შედეგებს მოიტანს და გაზრდის ქართული ღვინის ექსპორტის მონაცემებს მომავალში.” მხარდამჭერები იყვნენ ჩან ჯუნ პარკი, რომელიც პრაქტიკულად ქართული ღვინის ამბასადორია კორეულ ბაზარზე, ასევე საქართველოს საელჩო სამხრეთ კორეაში და ღვინის ეროვნული სააგენტო.

ღვინოებს ექსპერტები 3 - 6 სექტემბრამდე აფასებდნენ. თითოეული ჟიურის ჯგუფი 5 ექსპერტისგან შედგებოდა, რომლებიც ერთიანად აფასებდნენ ღვინოს, ჯილდოებიც შემდეგნაირად გადანაწილდა: Grand Gold, Gold, Silver. საქართველოდან 10-მა ღვინომ მოიპოვა ჯილდო Asian Wine Trophy-ზე, მათ შორის არის ერთი გრანდ ოქრო, 8 ოქრო და ერთი ვერცხლი.გრანდ ოქროს მფლობელი ღვინოა:

საფერავი ქვევრი იბერიული, “შუმი”, 2021.

ოქრო:

3 ქვევრი, “ვაზისუბნის მამული”, 2021.

ნარნარი ცისკარი, “მეღვინეობა ეკლიფსე”, 2021.

ცოლიკოური, “მარანი წერეთელი”, 2021.

ხიხვი ქვევრი იბერიული, “შუმი”, 2019.

რქაწითელი ქვევრი, “ვილა მოსავალი”, 2019.

9 Bunches, “ვაზისუბნის მამული”, 2021.

3 ქვევრი რქაწითელი, “ფაფარი ველი”, 2020.

ქისი, “დორემი”, 2020.

ვერცხლი:

ფელიჩიტა, “მეღვინეობა ეკლიფსე”, 2021.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული