ალეკო ცქიტიშვილი - 26 ივნისი, 2012 - 11:59
ჯენსისი 20-ბალიანი სისტემით აფასებდა და 17, რაღა თქმა უნდა, ძალიან მაღალი ქულაა. იმედია ჩვენებური "ვინექსპოს" პატივცემული ჟიურიც ისწავლის მისგან, როგორ უნდა ასეთი მათთვის არატიპიური ღვინოების შეფასება.
ალეკო ცქიტიშვილი - 26 ივნისი, 2012 - 11:57
ლექსო ციხელაშვილი, მე როგორ ვიცი, ვერ წავიდა რაღაც იდიოტური სასაზღვრო თუ საბაჟო პრობლემების გამო. თუმცა, მისი ღვინო, ალბათ, იყო გამოფენაზე.
ქვევრი - 26 ივნისი, 2012 - 11:10
ამასთან პირველ გამოფენაზე გამორჩენილია: ნიკა ბახია, ლექსო ციხელაშვილი და კომპანია ლაგვინარი.
No-spa - 26 ივნისი, 2012 - 10:48
ეს 17 და 16 კარგია თუ ცუდი? რა მოიწონა და რა დაიწუნა? ცოტა მშრალი სტატიაა, დახასიათებებიც საინტერესო იქნებოდა
ალეკო ცქიტიშვილი - 26 ივნისი, 2012 - 10:42
ძალიან მაგარია! ხოხბის ცრემლების "მწვანე" 2010 მეც ძალიან მომწონს. გასული წლის საუკეთესო ღვინოების ხუთეულში შევიყვანე. ნიკი ანთაძის ღვინო ჯერ არ გამისინჯავს და იმედია არ გამოილევა :)
მალხაზ ხარბედია - 25 ივნისი, 2012 - 23:27
ჯვარისულა რომელი? უწამლი? ეგ არ უნდა იყოს ქართული აბორიგენული ჯიში. სავარაუდოდ ჰიბრიდია.
დათო - 25 ივნისი, 2012 - 22:24
აქ არ არის ჯვარისულას ჯიში ნახსენები, მაინტერესებს ყველაპერი ამ ჯიშთან დაკავშირებით.
ალეკო ცქიტიშვილი - 25 ივნისი, 2012 - 11:34
მე პირადად აჭარის აბორიგენული ვაზის ჯიშების გაშენებას გირჩევ - საწურავი ბროლა, პოვნილი, ცხენისძუძუ აჭარული (ეს ბოლო ორი სასუფრეა, მაგრამ ტურიზმის განვითარების პირობებში ამ ჯიშის ყურძენზე მოთხოვნა გაიზრდება). ასევე გირჩევ - ჩხავერს. ვენახი სასურველია, გააშენოთ ოლიხნარზე.