Home
ქართული | English
ახალი ღვინის ფესტივალამდე დარჩა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კომენტარები

ზაზა კაპანაძე - 24 აპრილი, 2013 - 19:03

ბატონო მალხაზ თუ ჩათვლით საჭიროთ გამოაქვეყნეთ. გუშინ ღვინის კლუბში საინტერესო ლექცია მოვისმინეთ "როგორ ჩავატაროთ ღვინის ანალიზი ოჯახურ პირობებში". მინდა შემოქთვაზოთ ტიტრული მჟავიანობის განსაზღვრის მეთოდი ყოველგვარი "გასატიტრი ნაკრებების" ყიდვიშ გარეშე, რომლებიც დღეისათვის მაინც ინტერნეტ მაღაზიით უნდა გამოიწეროთ. ამისათვის საჭიროა: 1. ორი შპრიცი 20 მლ-ანი (იყიდება უახლოეს აფთიაქში); 2. 0,1N (დეცინორმალური) ნატრიუმისჰიდროოქსიდის (კაუსტიკური სოდა) ხსნარი (იყიდება ქიმრეაქტივების მაღაზიაში) ან 4 გრამი კაუსტიკური სოდა NaOH (იყიდება ელიავას ბაზრობაზე) გახსენით 1 ლიტრა გამოხდილ წყალში (მენზურაში ჩაყარეთ 4 გ. კაუსტიკური სოდა, დაამატეთ 500 მლ. გამოხდილი წყალი, დაურიეთ -სრული გახსნის შემდეგ მენზურა შეავსეთ 1000 მლ დანაყოფამდე, აღნიშნული ნარევი დიდხანს გეყოფათ. 3. ფენოლფტალეინი ხსნარი იყიდება ქიმრეაქტივის მაღაზიაში 100 მლ დიდხანს გეყოფათ. შპრიცით ვიღებთ 15 მლ ყურძნის წვენს ან ღვინოს (ღვინო უნდა გავაცხელოთ ადუღებამდე, რათა გამოიდევნოს CO2 ნახშირორჟანგი), ვასხავთ ჭიქაში და ვამატებთ ფენოლფტალეინს რამდენიბე წვეთს, მეორე შპრიცით ვიღებთ 15 მლ ნატრიუმის ჰიდროიქსიდის ხსნარს და წვეთობით ვამატებთ ჭიქაში ვურევთ, ვამატებთ მანამ - სანამ არ გამოჩნდება ვარდისფერი თეთრ ღვინოში ან მუქი ლურჯი ფერი წითელ ღვინოში, რომელიც დარევის შედეგად არ ქრება. ეს ნეიტრალიზაციის რეაქციის დასასრულია, ამის შემდეგ ავღნიშნით რამდენი მილილიტრი ნატრიუმისჰიდროიქსიდი დაიხარჯა. მილილიტრების რაოდენობას ვყოფთ ორზე და ვიღებთ ღვინის მჟავაინობის მაჩვენებელს მეათედ პროცენტებში რაც ექვივალენტია გრამის/100 მლ-ზე. მაგალითად დაიხარჯა 10მლ ნატრიუმის ჰიდროიქსიდი, ეს არია 10/2=0,50 პროცენტი ტიტრული მჟავიანობა ან 0,50გ/100 მლ. ტესტი უნდა ჩავატაროთ რამდენჯერმე და თუ ცდომილიება 5 % ნაკლები ე.ი. მიღებული შედეგი სწორია.
მალხაზ ხარბედია - 24 აპრილი, 2013 - 18:32

საჯაროა. ინფორმაციები აქ შეგიძლიათ ნახოთ: https://www.facebook.com/WineClub.ge


ასლანი - 24 აპრილი, 2013 - 14:51

თუ შეიძლება მიმასწავლეთ, სად შეიძლება ვნახო ინფორმაცია ღვინის კლუბში დაგეგმილი ლექციების შესახებ. რა თქმა უნდა თუ ეს ლექციები საჯაროა.
Anonymous - 24 აპრილი, 2013 - 12:43

ძალიან საინტერესო და სასარგებლო ლექცია იყო, ძალიან ბევრი ახალი რამე გავიგეთ,დიდი მადლობა დავით ჩიჩუასა და ღვინის კლუბს რა თქმა უნდა :)
ღვინის მოყვარული - 21 აპრილი, 2013 - 18:14

. ძალიან კარგი და სწორად დაყენებული გამოკვლევა ჩაგიტარებიათ, ამგვარი შედარებითი ანალიზი უმთავრესია რაიმე საბოლოო დასკვნის, ან კიდევ წინასწარი დასკვნის და შემდგომი კვლევებისათვის . ძალიან საგულისხმოა ის რომ ქვევრში დაყენებულ/შენახულ ღვინოში ქიმიური ნაერთების შემცველობა გაცილებით დაბალია ვიდრე საერთაშორისო ნორმები . ვეთანხმები ავტორს, მალე ქართული ქვევრი თავის მრავალათასწლიან დუმილს დაარღვევს და ჩვენი ღვინის ჯადოქრობაზე ბევრ გემოვნებიან უცხო ქვეყანას აალაპარაკებს

!!!

avtori - 18 აპრილი, 2013 - 19:46

intrigani martalia! malxaz gtxov chaascoro da bodishi uzustobistvis, mets agar vizav...:)
intrigani - 18 აპრილი, 2013 - 18:11

ტიტრული მჟავიანობა – გრამი(და არა mg)/ლიტრზე
მალხაზ ხარბედია - 17 აპრილი, 2013 - 01:49

ჭაჭა არ იქნება წარმოდგენილი.


levan - 17 აპრილი, 2013 - 00:32

tu ikneba chacha wardgenili?
მალხაზ ხარბედია - 15 აპრილი, 2013 - 13:04

სოფელს ჰქვია უსახელო და ლაჯანურის ხეობაშია. უსახელოური კი ჯიშია.


საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული