Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით შეიქმნა პროექტი "დოკუმენტური ფილმი ქართული ღვინის შესახებ". ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი "გეო ფილმ პროდაქშენთან", Travel Channel სატელევიზიო არხთან, ბრიტანეთ-საქართველოს სავაჭრო პალატასთან და იზაბელ ლეჟერონთან თანამშრომლობით შეიქმნა.
პროექტის მიზანია, დოკუმენტური ფილმის შექმნა და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარდგენა მსოფლიოსთვის საერთაშორისო ტელე-არხის – Travel Channel-ის მეშვეობით.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებას, ასევე ახალი კუთხით წარმოაჩენს საქართველოს, როგორც "ვაზისა და ღვინის სამშობლოს".
ფილმის გადაღება 2010 წლის სექტემბერში დაიწყება და დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება.
ვიზიტის ფარგლებში, იზაბელ ლეჟერონი შეისწავლის საქართველოს ყველა იმ კუთხეს, სადაც ვაზის განსხვავებული ჯიშებია გავრცელებული და ასევე დაათვალიერებს სხვადასხვა ტიპის მარნებს, ქარხნებს და იმ სამონასტრო კომპლექსებს, სადაც ღვინის წარმოება ხდება.

© ინტერპრესნიუსი



მივესალმები ასეთი ფილმის გადაღებას. მჯერა, რომ Travel Channel ჩვეულ პროფესიონალურ დონეზე გადაიღებს ამ ფილმს და მსოფლიოს გააცნობს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, ასევე ვაზთან და ღვინოსთან ქართველების დამოკიდებულებას, ტრადიციას, კულტურას.


ეს გადაცემა უნდა გასულიყო TRAVEL CHANNEL _ ზე და არ გაუშვეს,ოხ მე მაგათი******************************


და ამის მაგივრად სხვა ძველი ჩანაწერები გაუშვეს


რა ძველი ჩანაწერი გავიდა? ეს ფილმი ჯერ არ გადაუღიათ.

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234