Home
ქართული | English
სექტემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფერავი, ვინივერია, 2010

ტრადიციული მეთოდით, ქვევრში დაყენებული საფერავია. ყურძენი სოფ. კონდოლშია მოკრეფილი. ალუბლისფერი ღვინოა, თავიდანვე კარგად იგრძნობა მაყვლის სურნელი, რომელსაც ტკბილი სუნელების სასიამოვნო არომატი აგვირგვინებს. ზოგადად ძალიან ძლიერი სურნელი აქვს ღვინოს და მიუხედავად იმისა, რომ უმცირესი ქვევრის ტონიც იგრძნობა, გემოზეც საკმაოდ სავსეა და რაც მთავარია, ხანგრძლივი დაბოლოება ახასიათებს. თანაც ყოველ მომდევნო ყლუპზე იხსნება და, შეიძლება ითქვას, მწიფდება ღვინო. კარგი მისაყოლებელი იქნება სუნელებში ჩახრაკულ ხორცთან ერთად, ასევე კუპატთან და კუჭმაჭთან.

© vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული