Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფერავი, ჯაყელები, 2012

მორიგი მოსავლის ხაშმური საფერავია, უკვე სახელოვანი ჯაყელების მარნიდან. მუქი, ძალზე ინტენსიური შინდისფერი ღვინოა. მართალია ღვინო უკვე 2–3 წლისაა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ეთქმის, ისუსხება და შენახვის შესანიშნავ პოტენციალს ავლენს. სურნელში პირველ რიგში ღვიის, წიწვოვანების და შავი ხილისა და კენკრის ძლიერი ტონები გამოარჩევს. მძლავრი, ტანინიანი, მაღალალკოჰოლიანი (14,5%) ღვინოა, ხანგრძლივი დაბოლოებით. საფერავის ნამდვილი ეტალონი, სადაც გამოკვეთილად ჩანს ჯიშის თავისებურებებიც და ადგილისაც.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული