Home
ქართული | English
მაისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფერავი, ჯაყელები, 2010

34.00 ლარი

2010 წლის მოსავლის საფერავი, ჩემი აზრით, საუკეთესოა ჯაყელების საფერავებს შორის. შინდისფერი ღვინოა, ახალი ღვინისთვის დამახასიათებელი გარეგნობით. სურნელებში მცენარეულ ტონებს გამოვყოფდი - როზმარინი, დაფნა და სხვა საკმაზები, ასევე კენკრა - შავი მოცვი და კუნელი. საკმაოდ სხეულიანი ღვინოა, შენჯღრევის შემდეგ საცეცები დიდხანს რჩება კედლებზე. წინა ხაშმური ვინტაჟებისგან განსხვავებით, ამ ღვინოში აღარ იგრძნობა მუხა, სამაგიეროდ ძლიერი ტანინები აბუჟებს პირის ღრუს სასიამოვნოდ. ეს ძლიერი ხაშმური საფერავი კარგი მისაყოლებელი იქნება ცხვრის მწვადთან და საქონლის სტეიკთან.

 

2013 წლის დეკემბრის დახასიათება

ფერში ეს ღვინო ჯერ კიდევ ახალგაზრდად გამოიყურება, შინდისფერი და ჟოლოსფერიც კი ეთქმის. ეფექტურ პირველ სურნელებში კი კენკრისა და ჩახარშული ალუბლის ტონები იგრძნობა. დაგემოვნებისას მცენარეული კვალი ჩნდება – ძლიერი სუნელები (როზმარინი) და ღვია, ასევე სხვა წიწვოვანებიც. მძლავრი ღვინოა (14%), ყოვლისმომცველი ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით. მიაყოლეთ საქონლის სტეიკებს. საუკეთესო ფორმას ეს ღვინო რამდენიმე წელიწადში მიაღწევს.

© vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული