Home
ქართული | English
თებერვალი 2020
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728291

მულტიმედია

კომენტარები

რქაწითელი წარაფი, თავადი მაყაშვილის მარანი, 2011

25.00 ლარი

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ისევ გამოჩნდა თავად მაყაშვილის წარაფი. ეს 2011 წლის მოსავალია, კარდენახის წარაფებში დაკრეფილი რქაწითლიდან დაყენებული, ტრადიციული წესით. ქარვისფერი, კარგი გარეგნობის ღვინოა, რომლის სურნელშიც პირველ რიგში მცენარეულ ტონებს იგრძნობთ, შემდეგ ნედლი ნიგოზის ჯერი დგება და ბოლოს, კარგად განიავების მერე, ნამცხვრისა და სხვადასხვა ტკბილი სუნელის ჯერიც დგება. ღვინოს საკმაოდ ხანგრძლივი დაბოლოება აქვს, ჩურჩხელისა და ჩამიჩის ძლიერი ნიუანსებით. კარგი მისაყოლებელი იქნება სუნელებში მომზადებულ მოხარშულ საქონლის ხორცთან, ყალიასთან. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.