გამოქვეყნებულია: 21 მარტი, 2016 - 23:45
ამ მცირე მარანმა უკვე მესამე მოსავლის ღვინო ჩამოასხა. ეს რქაწითელიც, წინანდალში მოწეული ყურძნიდანაა დაყენებული, ძალზე ეფექტური ოქროსფერი გარეგნობა აქვს, ქარვისფერში გარდამავალი. კლასიკური და ძალზე დახვეწილი არომატები აქვს, სადაც პირველ რიგში მცენარეული ტონებია აღსანიშნავი, შემდეგ კი ქართული სუნელები და მოტკბო არომატები. გემოზე ახალგაზრდა ღვინისთვის დამახასიათებელი სიფიცხეც იგრძნობა. კარგად დაძველდება, რის საშუალებასაც ტანინები, მჟავიანობა და ალკოჰოლი იძლევა (13,6%).
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თემა:
თქვენი კომენტარი