Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

კახური სამეფო (თეთრი), ქინძმარაულის მარანი, 2005

ეს ღვინო ყვარელში მოყვანილი რქაწითლის, ხიხვისა და ქისის ჯიშის ყურძნიდანაა დაწურული. ქარვისფერი ღვინოა, დაკრავს მწიფე ჭერმის ელფერიც. ხასიათდება ხის, ასევე კაკლის, ლეღვის ჩირის სურნელით და მცირედი უცხო, კახური ღვინისთვის არატიპიური ტონებით. გემოზე საინტერესოა, თუმცა შესაძლოა დეკანტირების შემდეგ უფრო კარგი აღსაქმელი გახდეს. "კახური სამეფო" სხეულიანი ღვინოა გამოკვეთილი ტანინებით, რომელიც ბოლომდე ჰარმონიულად ვერ ერწყმის სურნელით შექმნილ თავდაპირველ შთაბეჭდილებას.

მიაყოლეთ შემწვარ ქათამს, კარგ წყვილს შექმნის სუნელებში შემწვარ თევზთანაც, ასევე შემწვარ ძეხვთან და ტაფამწვართან.

 .. © vinoge.com

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234