Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

კახური, ენისელის ღვინოები, 2007

ქართულ ბაზარზე არსებულ კახურად დაყენებულ ღვინოებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. ფერზე ჩაისფერია, შესანიშნავი გარეგნობის, სურნელებში აუცილებლად იგრძნობთ ჩახარშული კომშის, ნიგვზისა და ბზის სურნელებს. დეკანტირების შემდეგ ღვინო გაცილებით უფრო ღმა და მრავალფეროვანი ხდება. ეს კახური ნიმუში კარგადაა დაბალანსებული, აქვს ხანგრძლივი დაბოლოება. საკმაოდ სხეულიანია, ხავერდოვანი ტანინებითა და საინტერესო გემოთი. ჩამოსხმული ღვინის შეზღუდული რაოდენობა, სულ 5200 ბოთლი. ეს ღვინო დასავარგებლადაც კარგი იქნება და შესაძლოა 3-4 წელიწადში კიდევ უფრო დაიხვეწოს. მიაყოლეთ ქართულ ტრადიციულ კერძებს, ჩაქაფულს, ჩანახს, ხაშლამას, გუდის ყველს.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123