Home
ქართული | English
დეკემბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის კლუბისა და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობა

გუშინ, 14 ივლისს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და ღვინის კლუბმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ღვინის კლუბი და ეროვნული ბიბლიოთეკა ერთობლივად იზრუნებენ მევენახეობის, მეღვინეობისა და, ზოგადად, ქართული ალკოჰოლური სასმელების კვლევასა და პოპულარიზაციაზე. ეროვნული ბიბლიოთეკისა და ღვინის კლუბის მიერ მომზადდება და გაიმართება ლექციები, სემინარები და კონფერენციები. ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთ სამკითხველო დარბაზში ღვინის კლუბის კუთხე გაიხსნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კვლევით დაინტერესებულები ერთ ადგილზე მოიძიებენ ლიტერატურას სხვადასხვა ენაზე. გარდა ამისა, ღვინის კლუბი და ეროვნული ბიბლიოთეკა მომავალი კვირიდან დაიწყებს ქართული ღვინის სრული ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნას, რომელიც ღვინის შესახებ არსებული ყველაზე ფუნდამენტური ქართული ტექსტების  გაციფრულებას გულისხმობს.
მეღვინეობა და მევენახეობა საქართველოს კულტურისა და ეკონომის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ გადაწყდა, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელიც ყოველდღიურად უამრავ ქართველსა და უცხოელ სტუმარს მასპინძლობს, შეიქმნას ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კოლექცია. „ღვინის კლუბი“ ეროვნულ ბიბლიოთეკას დაეხმარება ამ კოლექციის შექმნაში და მუდმივად გაუწევს კონსულტაციას მისი შევსებისა და სწორად შენახვის საკითხებში.

© vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.