Home
ქართული | English
ნოემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

 

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო ნიუ-იორკის საერთაშორისო ფესტივალზე

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners ორგანიზებით, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე Karakterre  ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი.

ფესტივალზე მონაწილეობდა ქართული ღვინის 13 მწარმოებელი, რომლებმაც სტუმრებს ჯამში 26 სახეობის ღვინო გააცნეს. ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა ქართული ღვინის მრავალფეროვნებასა და იმ უნიკალურ მახასიათებლებს, რომლებიც საქართველოს, როგორც ღვინის უძველესი კულტურის მქონე ქვეყანას, გამოარჩევს.

Karakterre  მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ღვინის ფესტივალია, რომელიც ორგანული, ბიოდინამიკური და ბუნებრივი ღვინის მწარმოებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აერთიანებს. ფესტივალი ყოველწლიურად ნიუ-იორკსა და ავსტრიის ისტორიულ ადგილებში იმართება და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მეღვინეობის ტრადიციულ მეთოდებსა და ბუნებრივი ღვინის წარმოებას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა