

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners ორგანიზებით, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე Karakterre ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი.
ფესტივალზე მონაწილეობდა ქართული ღვინის 13 მწარმოებელი, რომლებმაც სტუმრებს ჯამში 26 სახეობის ღვინო გააცნეს. ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა ქართული ღვინის მრავალფეროვნებასა და იმ უნიკალურ მახასიათებლებს, რომლებიც საქართველოს, როგორც ღვინის უძველესი კულტურის მქონე ქვეყანას, გამოარჩევს.
Karakterre მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ღვინის ფესტივალია, რომელიც ორგანული, ბიოდინამიკური და ბუნებრივი ღვინის მწარმოებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აერთიანებს. ფესტივალი ყოველწლიურად ნიუ-იორკსა და ავსტრიის ისტორიულ ადგილებში იმართება და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მეღვინეობის ტრადიციულ მეთოდებსა და ბუნებრივი ღვინის წარმოებას.
© ღვინის კლუბი/vinoge.com