Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დასავლეთ ავსტრალიის ღვინის ექსპორტი

Wine Australia-ს მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათლად ჩანს, რომ დასავლეთ ავსტრალიის აპელასიონების ღვინოების ექსპორტი საგრძნობლად შემცირდა. თუ არ ჩავთვლითMმარგარეტ რივერის რეგიონის მეღვინეთა მიღწევას, საგარეო გაყიდვები ავსტრალიაში 41%-ით შემცირდა. თუ 2011 წელს ამ სფეროს მოგება 12,9 მილიონ ავსტრალიურ დოლარს (13,42 მილიონი ამერიკული დოლარი) შეადგენდა, გასულ წელს ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 7,6 მილიონი დოლარი შეადგინა. საბოლოოდ, შემაჯამებელი ანგარიში “მწვანე კონტინენტის” დასავლეთით მდებარე მეღვინეობის ყველაზე ცნობილი რეგიონების მწარმოებლებმა იხსნეს. შედეგად, ექსპორტის საერთო მაჩვენებელმა ცოტათი იმატა – 23,7 მილიონი ავსტრალიური დოლარიდან 26,2 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა მოხელეთა უმრავლესობა უკეთეს შედეგს ელოდა. Wines of Western Australia-ს გენერალური დირექტორის, ეიმი მასტალიას აზრით, საექსპორტო მიწოდება მას შემდეგ გაიზარდა, რაც აზიაში მარგარეტ რივერის ღვინოებზე მოთხოვნამ მოიმატა - ჩინეთი ხომ უკვე ამ აპელასიონის უმთავრეს გასაღების ბაზრად იქცა. გარდა ამისა, IWSR -ის (International Wine & Spirit Research)მონაცემებით, 2012 წელს ჩინეთში ავსტრალიური ღვინის მიწოდება 37%-ით გაიზარდა. ავსტრალია საინტერესო გახდა არა მხოლოდ როგორც ღვინის მწარმოებელი, არამედ როგორც ტურისტული ქვეყანა, ჩინელი ბიზნესმენებისათვის კი ის მიმზიდველ საინვესტიციო ობიექტად იქცა.  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული